LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურის განახლება სრულდება – ნახეთ როგორი იქნება ცნობილი ბაღი (ფოტოები)

670
73457415-518988365351652-7753491781872289291-n

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება და მისი დათვალიერება ტურისტებს უკვე ნოემბრიდან შეეძლებათ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.

უწყების ცნობითვე, ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას.

პროექტს მუნციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 11 231 524 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები