LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

185
sbaria

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული ორი მოსწავლე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც ცნობილია, ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ისინი ჯვრიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდნენ.

ქობულეთში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა (ფოტო)

წინასწარი ინფორმაციით, მანქანას, რომელშიც 5 სკოლის მოსწავლე იჯდა, არასრულწლოვანი მართავდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ავტომობილში სამი მგზავრი იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული დღის მეორე ნახევარში საავადმყოფოში გარდაიცვალა. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რასაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა”, – უთხრეს “ფორტუნას” უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g