LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: ქართული მუსიკისა და შოუბიზნესის განვითარებაში “ფორტუნას” უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, მიყვარხართ და მთელი გულით გილოცავთ რადიოს დღეს

225
ზურა ხაჩიძე

13 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

ეს დღე იუნესკოს ინიციატივით 11 წლის წინ, 2011 წელს დაარსდა.

მას შემდეგ კი ყოველ 13 თებერვალს, საუკუნოვანი ისტორიის მქონე რადიოს განსაკუთრებული ყურადღებით იხსენებენ და მის დანიშნულებაზე კიდევ უფრო მეტს საუბრობენ.

გასული წლების მსგავსად, წელსაც აღინიშნება, რომ რადიო მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც “რადიოს და ნდობას” ეხება.

იუნესკო წელს მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს და რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღის ერთობლივად აღნიშვნას სთავაზობს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ.

ქართული რადიო სივრცის ლიდერს, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” რადიოს დღეს მომღერალი ზურა ხაჩიძე ულოცავს:

“როცა მსოფლიო რადიოს დღეს აღნიშნავს, მეც ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენც გვაქვს ძალიან მაგარი რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს.

ხშირად ვუსმენ თქვენს საინფორმაციო გამოშვებებს, მომწონს თემატური “ავტორადიო” და “ფორტუნა პლუსი”, სადაც ყოველთვის შეიძლება თანამედროვე გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, “არ დაიდარდო” – ქეიფის ხასიათზე მაყენებს, “ფორტუნა” კი თავისი “ოქროს ჰიტებით” კარგ დროს მახსენებს.

ძალიან მიყვარხართ, მთელი გულით გილოცავთ ლამაზ დღეს და ჰოლდინგის ყველა თანამშრომელს საუკეთესოს გისურვებთ.

“ფორტუნას” მართლაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკისა და შოუბიზნესის განვითარებაში, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”, – აღნიშნავს ზურა ხაჩიძე.

პროფესიულ დღეს გილოცავთ! მუდამ “ფორტუნას” გვერდით ვიქნები, როცა დაგჭირდებით: ბუბა კიკაბიძე

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” რადიოს მსოფლიო დღეს 24-წლიანი წარმატებული ისტორიით ხვდება.

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა, 24 წლის შემდეგ კი ჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

ვულოცავ “ფორტუნას“ რადიოს დღეს, ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით: მერაბ სეფაშვილი

სტეფანეს მილოცვა “ფორტუნას” – რადიო კულტია, რომელიც ყოველთვის იარსებებს! გისურვებთ დღეგრძელობას, მეტად განვითარებას და დახვეწას

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g