LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქციის დაშლისას დააკავეს, თავისუფალია

224
KIUY

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის აქციიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციის დაშლისას 18 პირი დააკვეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

ტერორისტებისგან წმენდა პროფესიონალურად, ბიჭებო ბრავო - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე

,,სამ ნაწილად გაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან"

რაც შეეხება დაშავებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის დაშლის დროს დაშავებული სამი პაციენტი გადაიყვანეს.

მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც  ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული პოლიციელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.ერთ-ერთი დაშავებული აქციის მონაწილეა. მას ზედაპირული დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული.ექიმების განცხადებით, მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მესამე პაციენტი კი  “ნიუ ჰოსპიტალსშია” გადაყვანილი – 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა, ასევე, სტაბილურია.

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამჯერად თავისუფლად გადაადგილდებიან. გახსნილია საავტომობილო მოძრაობაც.მას შემდეგ, რაც აქციის დასაშლელად პოლიციის ძირითადი ღონისძიებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ტაძრის მიმდებარედ სკვერში, კვლავ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პარლამენტის შენობის ირგვლივ ტერიტორიას ძირითადად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იკავებენ.

შეგახსენებთ, სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

“მონებო” – რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

როგორ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი წყლის ჭავლის სამინზე (ფოტოები)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები