LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ქადაგიძე: “ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა”

159
BeFunky-collage (6)

“სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

ამის შესახებ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სპეცოპერაცია-„კაშკა“ – ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია… ჰოდა მოიფიქრეს დაახლოებით ასეთი გეგმა,რომ პოსტოპერაციული დიეტა გამოეყენებინათ შიმშილობად… და აგერ ჩვენი “საამაყო” მიშა უბრახუნებს ფაფებს და წვენს. განა იმიტომ,რომ შიმშილობს? -უბრალოდ დიეტაზეა ბიჭი… შიმშილობის “ფეიკ-კამპანიას” თუ ვნახავდი ნაღდად არ მეგონა…
ყველაფერი მოდელირებული როგორ გაქვთ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

P.S დათა თუთაშხიაში,რომ სურამელი იაკოფაა ფაფის სიყვარულისთვის,რომ „კაშკა“ შეარქვეს ხომ გახსოვთ? ნეტა მიშას რა ზედმეტსახელი მოუხდებოდა“, – წერს ანალიტიკოსი.

მიხეილ სააკაშვილმა მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც: რატი ბრეგაძე

სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ის კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს: თამთა მეგრელიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები