LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოვებს თუ არა ნიკა მელია თავმჯდომარის თანამდებობას – რას აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”

567
ნიკა მელია

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ხვალ, მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ოფიციალურად გადააყენებენ. ამის შესახებ დღეს, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

მისი განცხადებით, გუშინ ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოც შეიკრიბა.

“ფორტუნა” ინფორმაციის გასარკვევად ენმ-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

როგორც პარტიაში განგვიცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუეა:

“გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომა არ ყოფილა და მსგავსი რამ არც განიხილება არანაირ ფორმატში. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე”, – გვითხრეს პარტიაში.

რაც შეეხება ანალიტიკოსის სტატუსს, ზურაბ ქადაგიძე წერს:

“გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია.

სავარაუდოდ, ხვალ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან”,- წერს ანალიტიკოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები