LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი ხაჭაპურზე ხაზარაძის განცხადებას გმობს

133
salomeee2-2467b

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ მაია ცქიტიშვილზე ნათქვამ ფრაზას გმობს. 

"შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ..." - მამუკა ხაზარაძე ცქიტიშვილზე

მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები.

ზურაბიშვილმა სექსისტური კომენტარი გააკრიტიკა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებას გაუთანაბრა.

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის კომპეტენცია ეჭქვეშ დააყენა. 

"ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს"

თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი!

მან განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება, თუმცა არ იცის რამდენად არის კორუფციაში ჩართული თავად ცქიტიშვილი.

„მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.

პრეზიდენტი სამზარეულოში – ფოტოები მისი პირადი ფეისბუქიდან
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები