LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიგენი და უცხო თევზები შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფის აკვარიუმში [ვიდეო]

paragrapi

შეკვეთილში, გრანდიოზულ სასტუმრო “პარაგრაფში” აკვარიუმი დაამატეს, რომლებშიც ზღვის საოცარი სამყაროა გადმოტანილი.

სხვადასხვა უცხო თევზებთან ერთად, გამჭვირვალე აკვარიუმში ზვიგენიც დაცურავს.

ვიდეო “ფორუტნას” სასტუმროდან თეკო ჯოხარიძემ მიაწოდა, რომელიც ამ დროისთვის სასტუმროში ისვენებს და ამბობს, რომ პარაგრაფში განსატვირთად საოცარი გარემოა.

აღსანიშნავია, რომ პარაგრაფი მიმდინარე წელს, რამდენიმე დღით დაიხურა. “ფორტუნას” ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში დაამონტაჟეს აკვარიუმი სასტუმროში, თუმცა, მაშინ პარაგრაფის ადმინისტრაციამ, აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ სასტუმრო სანიტარულ-დასუფთავებითი სამუშაოებისთვის დაიკეტა.

გრანდიოზული სასტუმრო შეკვეთილში ოფიციალურად 1 აპრილს გაიხსნა.

სასტუმრო სრულყოფილად ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს აქ შუძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

ნომრების შეკვეთა მერიოტის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს.

საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები