LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო/ფოტო: ეს ვენეცია არა, გურიაა!

1252
guria

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, სტიქიის შემდეგ, მის მიერ აშენებული დასასვენებელი სახლების კომპლექსის ფოტოს აქვეყნებს.

სასტუმრო სესილი დატბორილი კიდევ უფრო ლამაზია.

“ჩემი გურული ვენეცია” – წერს ღლონტი და ამ ვიდეოსაც გვიზიარებს.

 

მამუკა ღლონტმა თბილისი რამდენიმე წლის წინ დატოვა და გურიაში ეს ლამაზი სასტუმროს კომპლექსი შექმნა. შეკვეთილში მდებარე კომპლექსს მისი ერთ-ერთი შვილიშვილის სახელი ქვია და ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და ფართოვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო “სესილი”, წვიმის გარეშეც ძალიან ლამაზია.

 

“ფაქტობრივად, კამბოჯაში ვცხოვრობ” – წერს მამუკა ღლონტი.

 

გუშინდელ სტიქიას, ყველგან ასეთი ლამაზი შედეგები არ მოჰყვა:

მამისონის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა: უხვი ნალექის შედეგები

გზების ჩამონგრევა გრძელდება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაზარალებულია რამდენიმე ოჯახი – სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ივლისის ჩათვლით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას ელოდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები