LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანები ამ დრომდე ელოდებიან 15 წლის წინ ნაყიდი ბინის აშენებას” – იურისტი ეკა ლომიძე

15
eka 3 (4)

დღეს ქვეყანაში მშენებლობისგან დაზარალებული არაერთი მოქალაქეა. წლების წინ მათი დიდი ნაწილი სრულად ფარავდა უძრავი ქონების ღირებულებას, მაგრამ საბოლოოდ მას ბინა არ ბარდებოდა. როგორც გავარკვიეთ, არსებობს შანსი, რომ სასამართლოს გზით დაზარალებულმა მიაღწიოს მიზანს, საქმე მოიგოს, თუნდაც იმ დროს, როცა სამშენებლო კომპანია გაკოტრებულია. ამის გასარკვევად გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში”  იურისტი ეკა ლომიძე მოვიწვიეთ.

– თქვენს პრაქტიკაში, ძირითადად, რა ტიპის ქეისებია, რაც მშენებლობისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხება

– ბევრია ასეთი შემთხვევა, როცა 10–15 წლის წინ ადამიანებმა ჰაერი იყიდეს და ამ დრომდე ელოდებიან, რომ აუშენებენ და ჩააბარებენ. აქ ერთი დეტალია, თუ ადრე ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა როგორ გაეკეთებინათ, დღეს მინიმუმ ის ვიცით, რომ ჰაერი აღარ ვიყიდოთ. დაზარალებულია ადამიანი, რომელმაც იყიდა ჰაერი, გადაიხადა თანხა და დღემდე ელოდება აშენებას. მინდა გითხრათ, რომ ბევრი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც არის უკვე დაწყებული. პირველი შეცდომა, რასაც უშვებდნენ ხოლმე იყო ის, ვინ იდგა ამ კომპანიის უკან. ჩემი რჩევა იქნება დღესაც, რომ გადაამოწმონ, ვინ არიან ამ კომპანიის უკან, მოვალეთა რეესტრში ხომ არ არიან, ფინანსური პრობლემები ხომ არ აქვთ და ა. შ.

– არის თუ არა შემთხვევები, როცა კომპანია გაკოტრდა , მაგრამ შემდეგ სხვა შპს–ს სახელით რეგისტრირდება, ისე, რომ ვერც გაიგო, მანამდე რა გაუკეთებია ამ კომპანიას

– ხშირად არის, რომ დაირქმევს სხვა სახელს ეს კომპანია, წინა შპს–ს ვალებიანად ტოვებს, ასეთ დროს, როცა დაზარალებული მიდის სასამართლოში, ის კომპანია გაკოტრებული ხვდება და ვერაფერს იღებს.

– ანუ ასეთ დროს რისი შანსი არსებობს, რამდენად შესაძლებელია სასამართლოს გზით საქმე მოიგოს დაზარალებულმა

– ადამიანები არ მოტყუვდნენ იმით, რომ მხოლოდ სასამართლოში საჩივარი შედეგს გამოიღებს. როცა შპს–ს ანგარიშები დაყადაღებული აქვს, გაკოტრებულია, აზრი არ აქვს. ასეთ დროს ყველაზე სწორია, პროკურატურას მივმართოთ კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, ანუ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, რადგან შპს ამ მდგომარეობამდე ხელმძღვანელმა პირებმა მიიყვანეს. ამის მერე დაზარალებულად ვცნობთ ამ ადამიანებს. საბოლოოდ კი, მივიღებთ სურათს, რომ საქმეში პიროვნებები იქნებიან ჩართულები და არა კომპანია. ასეთ დროს ფინანსური ვალდებულებების შესრულება კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ, რომლებმაც, შეიძლება, თავისი ქონებით აგონ პასუხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები