LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები ტურიდან – ტურამდე / აცრა 12 წლიდან და ბუსტერ დოზა გარკვეულ ჯგუფებში / “კვირის თემის” პოდკასტი

7
fortuna.ge (31)

არჩევნები ტურიდან – ტურამდე – ოპოზიციის შანსები, თავდაჯერებული მმართველი გუნდი და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი

როგორია პოლიტიკური რეალობა არჩევნების შემდეგ და რა მოლოდინი აქვს ორ მთავარ ძალას მეორე ტურში?

გადაცემის სტუმარები:  რომან გოცირიძე – „ნაციონალური მოძრაობა“;  გურამ მაჭარაშვილი – „ქართული ოცნება“

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კვლავ კლებადია, ცნობილია ახალი გადაწყვეტილებები – აცრა 12 წლიდან და ბუსტერ დოზა გარკვეულ ჯგუფებში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეა „კვირის თემის“ სტუმარი

 

4 გზა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად

 

ჩვენი ამოცანაა ორ ფრონტზე ბრძოლა. ერთი, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი და მის სიცოცხლეს არ მიადგეს ზიანი. მეორე, სასწრაფოდ მზადება მეორე ტურისთვის და შეხვედრები ამომრჩევლებთან, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” გააკეთა.

 

 

კითხვაზე, რა ვადებში წარმოუდგენია პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლება, რომან გოცირიძე, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა საუბრობს იმ ბერკეტებსა და გზებზე, რითაც შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს.

გოცირიძის განმარტებით, არსებობს გრძელი და მოკლე გზები.

“ვერ გეტყვით, რა ვადებში, მაგრამ მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. ყველას სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს 30 ოქტომბრამდე, ვინაიდან ის შიმშილობს ექვსი დღეა და მისი მდგომარეობა დამძიმებას დაიწყებს. ეს ისეთი ფაზაა, რომლის გაკონტროლება არავის შეუძლია.

4 გზა არსებობს. პირველი ძალიან გრძელი, მეორე ძალიან მოკლე. გრძელი-სტრასბურგი. მოკლე-მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტის განხორციელება. ის უგულავას და რურუას გათავისუფლებაზეც ამბობდა უარს, მაგრამ მოუწია.

ერთი გზაა არის ასევე, პარლამენტი. ასევე, მოკლე გზა არის მიხეილ სააკაშვილის უკრიანაში დაბრუნება, რომელიც მოისურვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ასე, რომ ვნახოთ, გზა ბევრია”,- აღნიშნა “ფორტუნას” ეთერში რომან გოცირიძემ.

 ენმ-ს წევრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

“იქნება ძალიან დიდი, მასშტაბური აქცია და ამას ნახავთ თქვენ ძალიან მალე”,- დასძინა გოცირიძემ.

 

რატომ არ მივიდა ამ დრომდე მელია სააკაშვილის სანახავად

 

 

არასერიოზულია განცხადება, რომ რაღაც უთანხმოებაა, ვინ შევა და ვინ არ შევა, ამას სამწუხაროდ, პარლამენტი წყვეტს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ წამყვანის კითხვას, რატომ შეფერხდა ნიკა მელიას მისვლა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან.

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სააკაშვილთან ერთ დღეში შესვლას ყველა ვერ შეძლებს: კუჭავა

“თითქოსდა კორონავირუსის ან რაღაც რაოდენობის მომიზეზებით [ვიზიტს] ვერ შეაჩერებენ. დეპუტატს კონსტიტუციურ უფლებას ართმევენ, მითუმეტეს იქ შესვლა ყოველთვის ხდება კორონავირუსის ტესტის გავლის შემდეგ, მიხვდნენ, რომ თითიდან გამოწვეული არგუმენტი იყო და ნელ-ნელა უკან იხევენ. როდესაც მოხდება პარლამენტის მიერ ჩვენი საშევბის გაცემა, რა თქმა უნდა, შევალთ, ნიკაც შევა და ყველა მოინახულებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ამ დრომდე ჰქონდა თუ არა ნიკა მელიას კომუნიკაცია ან სურვილი ექსპრეზიდენტის მონახულების და ეთქვა თუ არა უარი, რომან გოცირიძემ აღნიშნა, ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

„კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ შევა,“- დასძინა გოცირიძემ.

ამავე გადაცემაში, ენმ-ს წევრმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებზე ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტორმა იმუშავა, თუმცა გოცირიძის სიტყვებით, “რა ზომით მოახდინა საარჩევნო შედეგზე გავლენა, ამას მეორე ტური გვაჩვენებს”.

“მთავარი ამოცანაა ყველა გაერთიანდეს ერთის წინააღმდეგ”,- თქვა გოცირიძემ.

 

 

 

კარგია, რადგან დაინტერესდნენ ღარიბაშვილის ყოფნით. შეაწუხათ მისმა სიმართლემ – მაჭარაშვილი პრემიერის შესაძლო წასვლაზე

 

როდესაც წუხდებიან, მერე უკვე ავრცელებენ ჭორებს, რომ აი, უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მეორე ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით.

“ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

 

 

მედია, რომელმაც დღეს გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, ღარიბაშვილის შეცვლის მიზეზად არჩევნებზე რეგიონებში მიღებულ შედეგებს ასახელებს.

“რამდენიმე ქალაქში შესაძლოა იყო მეორე ტურის წინაპირობები, მაგრამ რეგიონებში ძირითადად, ცუდი შედეგები არ გვქონდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის საკმაოდ ეფექტური პრემიერ-მინისტრია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კარგია, რადგან დაინტერესდნენ უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნით. შეაწუხათ ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებებმა, სიმართლემ. არაუშავს, აიტანონ, საჭიროა, რომ სიმართლე პრემიერისგან მოისმინონ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამავე გადაცემაში, უმრავლესობის წევრი არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და თბილისის მოქმედი მერის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თავად კახა კალაძემ იცის, რამე თუ დააკლო. მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურისთვის კახა კალაძე კარგად მოახერხებს ამომრჩევლების მაქსიმალურ მობილიზებას.

რაც შეეხება შედეგებს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ დაამტკიცა და კიდევ უფრო ლეგიტიმური გახადა, არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2021 წლის არჩევნები.

“დღეს წერტილი დაესვა ნებისმიერ სპეკულაციას, როგორც რიგგარეშე არჩევნებთან, ასევე გაყალებებთან დაკავშირებით. მეორე ტურიც “ქართული ოცნების” გამარჯვებაა, რადგან ცვლილებები, რომლებიც შევიტანეთ და ავწიეთ მერობის ბარიერი, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული ელემენტები შემოვიტანეთ. სხვა შემთხვევაში ახლა მეორე ტური არსად გვექნებოდა, რადგან 30%-ზე მეტი ყველა ჩვენმა კანდიდატმა მოაგროვა. აქ არაფერი ტრაგიკული არ არის. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში არჩევანი დიდად რთული გასაკეთებელი არ იქნება”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

 

 

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს

 

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პოზიტიურად აფასებს ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სრული ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებულ პირებს “ბუსტერ” დოზის გაკეთება შეუძლიათ.

 

ვაქცინაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” შეაფასა და აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ის რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა და იმედი აქვს, რომ მის რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებენ.

“მოდით, ვაღიაროთ, ჩვენ ვერ ვმართავთ ამ პროცესს და ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზები, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც გვაქვს. გიორგი ფხაკაძემ პირველი თქვა, რომ ბუსტერი არის ქვეყანაში გასაკეთებელი და ამდენი თვე დაჭირდა ქვეყანას მიეღო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს მიხარია.

ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ  „ჯონსონ და ჯონსონის“ შემოტანა აღარ იქნება. უფრო კარგი იქნებოდა, ყველა დაბალი ეფექტურობის ვაქცინები ამოღებული იყოს ქვეყანაში და გვექნებოდა, ერთი, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა – “ფაიზერი“. დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ.

ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც გიორგი ფხაკაძე ამბობს რაღაცას ვაქცინებთან დაკავშირებით, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს. ამას ვამბობდით რამდენიმე თვის წინ. საბოლოო ჯამში, ის ხალხი, რომელიც მლანძღავდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, რაღაც უაზრო სტატიას წერდნენ, ახლა ლაპარაკობენ, თურმე კარგი არის [ბუსტერ დოზა].

გამოსავალი მარტივია. დღეს ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.

რაც შეეხება ბუსტერს, ყველა ადამიანი, ვინც არის დაბალი ეფექტურობის ვაქცინებით აცრილი- ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ჩემი რეკომენდაციაა და იმედია გაითვალისწინებენ, რომ ერთ თვეში ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.

ძალიან რთული თვეები მოდის და ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე. ყველა მოსახლეს საქართველოში, ვინც აიცრა დაბალი ეფექტურობის ვაქცინით მიეცეს საშუალება აიცრან ორჯერ “ფაიზერის” ვაქცინით.

ბუსტერი აუცილებელია. ის ადამიანები, ვინც აცრილები არიან “ფაიზერით“, მაგრამ აქვთ სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით იმუნურ სისტემაზე აქვთ პრობლემები, მათ მესამე დოზა უნდა მიეცეთ 28 დღის პერიოდში.

ვისაც არ აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, 6 თვის შემდეგ უნდა იყოს ბუსტერი, მაგრამ არა ჩინურით, არამედ მხოლოდ „ფაიზერით“,- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით” – ფხაკაძე სინოფარმით ორჯერ აცრილ ჟურნალისტს

 

 

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოზიტიურად შეაფასა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა.

თუმცა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს.  როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაბალეფექტიანი ვაქცინებით აცრილი ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.

ფხაკაძის განცხადებით, დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.

ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ.

გიორგი ფხაკაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა:

“მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”

ამ კითხვის საპასუხოდ, ფხაკაძემ “კვირის თემის” წამყვანს, ნინი ხუგაშვილს ასე უპასუხა:

“თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი. შესაბამისად, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები