LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სააკაშვილთან ერთ დღეში შესვლას ყველა ვერ შეძლებს: კუჭავა

114
1

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ გამორიცხულია, ერთ დღეში ყველამ შეძლოს მასთან შესვლა, რადგან საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც მისაღებში შეუძლიათ ისაუბრონ.

კუჭავას განცხადებით, თავად წყვეტს რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური დაწესებულების იმ წესებიდან გამომდინარე, რაც არსებობს. 

მისივე თქმით, გაკონტროლდება ზომიერება და დღეში მომნახველებისა და მსურველების რაოდენობა, ვისაც შესვლა უნდა:

“რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10, 15 თუ უფრო მეტი, ფიზიკურად შეუძლებელია. რა რაოდენობით შევლენ მე ვწყვეტ, გამომდინარე იმ უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან, რაც არსებობს. უარს არც ვაპირებ, რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მომნახველებისა და მსურველების რაოდენობა, ვისაც შესვლა უნდა.

ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა. როგორც ხედავთ, ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის და, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრებიც. ამდენად, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში ყველა შეძლებს შესვლას – ვინც მსურველია. ეს გამორიცხულია. საუბარია, პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც მისაღებში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი.” – თქვა კუჭავამ.