LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირად სესხს ფიზიკური პირისგან უძრავი ქონების სანაცვლოდ იღებენ, მაგრამ მერე გამოსყიდვას ვეღარ ახერხებენ” – რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ

14
აბელ2

რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს ფიზიკური პირისგან იპოთეკური სესხის აღებისას, რატომ უწევთ მათ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და რატომ შეიძლება ამის გამო საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს – “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგია გადაცემის –  “კანონის ფარგლებში” სტუმარია.

–  მიზეზი რა არის, ზოგადად, რატომ უწევთ მოქალაქეებს სესხის აღება ფიზიკური პირებისგან

– მიზეზია სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები. კანონით შეუძლებელია, რომ ფიზიკურმა პირმა გასცეს სესხი იპოთეკით, ამიტომ დებენ ხოლმე სხვა ტიპის ხელშეკრულებას – ამას ჰქვია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ეს ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან შემდეგზე – ერთი მხარე მეორეს აძლევს თანხას გარკვეული სარგებლით, მაგრამ ხელშეკრულება არის ყიდვა-გაყიდვის , აქვე იწერება, რომ ერთ მხარე ყიდის ქონებას, მეორე მხარე ყიდულობს, ქონების გამყიდველი კი იტოვებს უფლებას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოისყიდის ამ ქონებას უკან. თუ მხარემ არ გამოისყიდა, მესაკუთრე ხდება ე. წ. იპოთეკარი. ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით ართულებს ფულის გამსესხებლის ვალდებულებებს, მერე სასამართლოში უნდა ამტკიცოს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი შეთანხმება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, კარგავს ქონებას ? 

– ხელშეკრულების დადების შემდეგ, თუ თანხის გამცემს თანხა უკან არ დაუბრუნდა, ბინის მყიდველი ხდება საჯარო რეესტრში ამ ბინის მესაკუთრე. პრინციპში მესაკუთრეა თავიდანვე , იქ ცხოვრობენ ის ბინის გამყიდველებიც, თუმცა შეიძლება ბინის მყიდველმა მოგვიანებით მოითხოვოს ამ ხალხის გამოსახლება სასამართლოს წესით.

საპოლიციო წესით გამოსახლება აღარ ხდება, როგორც ცნობილია 

– დიახ, ასე აღარ ხდება, ამიტომ სასამართლო წესით შეუძლია. მე მქონია შემთხვევები, როცა მხარე მოსულა, უთქვამს, რომ გამოსყიდვის უფლებით ვიყიდე ბინა და მესაკუთრე აღარ გამოდის. რამდენიმე საქმე მქონდა და ყველა საქმე მორიგებით დასრულდა. სასამართლო ფორმით მოვახდინეთ შეთანხმება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მხარეების შეთანხმებები ვერ სრულდება და გამოსახლებამდე მიდის ხოლმე საქმე.

– თქვენი მთავარი რჩევები რა იქნება

– კარგად გაითვალისწინონ, რას აწერენ ხელს და რა პირობებია. ხელშეკრულების დადების დროს, ნოტარიუსიც ვალდებულია, რომ მხარეს სამართლებრივი შედეგები განუმარტოს და მხარეებმაც კარგად გაიაზრონ, თუ რა მოჰყვება ხელშეკრულების შეუსრულებლობას. აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია იურისტთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები