LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისების მართვა პიარში – FM ქოუჩი

5
maiasixarulidze813

გადაცემის ლაივი LIVE

კრიზისების მართვა პიარში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ პიარის სპეციალისტმა მაია სიხარულიძემ ისაუბრა.

რა არის კრიზისი?

კრიზისებზე საუბარი უნდა დავიწყოთ არა იმით, ჩვენ რა გვგონია კრიზისი, არამედ იმით, თუ როგორ ხედავს ხალხი ამ კრიზისს. პიარის როლი არის გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიასთან, რომელიც ამ კომპანიის რეპუტაციასა და იმიჯზე იმუშავებს პოზიტიურად. ძალიან მნიშვნელოვანია პიარი იყოს აქტიური და ოპერატიული, როცა კრიზისი ხდება. პიარმა კრიზისს უნდა შეხედოს მაყურებლის, ადამიანების პოზიციიდან.

უნდა დავემალოთ თუ არა კრიზისს?

კრიზისს არ უნდა დავემალოთ, უნდა გვქონდეს სათანადო რეაგირება. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რას ელიან კომპანიისგან ადამიანები. ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ კრიზის დროს რეაგირება არ მოახდინოს, რაც არ არის სწორი.

მედიის როლი კრიზისების მართვაში…

მედია არის პიარმენეჯერების გენერალური პარტნიორი. მე მედიას ვუყურებ როგორც ძირითად პარტნიორს. მედია არის რგოლი საზოგადოებასა და კომპანიას შორის. ის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. რაც უფრო გახსნილები ვიქნებით, უფრო მეტად ვითანამშრომლებთ მედიასთან და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში, მით უკეთესი შედეგი გვექნება და პროცესიც მართული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები