LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქოუჩინგი – გზა შინაგანი ჩაღრმავებისა და აღმასვლისაკენ – FM ქოუჩი

7
couchnewsjl

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი ქოუჩინგის დახმარებით – ამ თემაზე გადაცემაში ,,FM ქოუჩი” ქოუჩმა ლალი კოკაიამ ისაუბრა.

როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი ქოუჩინგით?

ნებისმიერი საქმიანობის დაწყება, ნებისმიერი ურთიერთობა- მოგზაურობაა. მოგზაურობისას სასურველია, ისეთი თანამგზავრი, პროფესიონალი მძღოლი  გვყავდეს გვერდით, რომელიც მშვიდობიანად და უსაფრთხოდ  მიგვიყვანს დანიშნულ ადგილამდე. ამ თანამგზავრის როლს სწორედ რომ  ქოუჩი ასრულებს.

ქოუჩ-სესიის დასრულების შემდეგ ვეკითხები კლიენტს: რა იყო მისთვის სასარგებლო და ღირებული ამ სესიის განმავლობაში? პასუხი ასეთია: შეკითხვები.  რთულია საკუთარ თავთან  იყო გულწრფელი, რადგან  ადამიანს ეშინია საკუთარ თავთან საუბარი და ჩაღრმავება.

კლიენტი კმაყოფილი რჩება, რადგან მან  გულწრფელად და ღიად შეძლო ყველაფერზე საუბარი, რის დამალვას და ჩახშობას ცდილობდა.  მთავარია მიხვდა, რომ ეს შესაძლებელია.

თითოეულ ჩვენთაგანს ესმის ღია და გულწრფელი დიალოგის მნიშვნელობა, როგორც საფუძველი ბედნიერი ცხოვრებისა და ჰარმონიული ურთიერთობისათვის, მაგრამ რამდენად ხშირად  ვურთიერთობთ და ვუკავშირდებით, ვუღრმავდებით საკუთარ მეს? რამდენად ვართ გულწრფელები და ღია ახლობელ ადამიანებთან და საკუთარ თავთან.

ქოუჩინგი  გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევძლოთ საკუთარ თავთან ურთიერთობა, მოგზაურობა საკუთარ შინაგანთან,  მისი გაცნობა და შესწავლა, რაც ინფორმაციული, მაინსპირირებელი და მატრანსფორმირებელი პროცესია. იგი საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ საკუთარ შინაგან სამყაროს, იქ სადაც იმალება ყველაზე ძვირფასი საგანძური, იქ სადაც ყველაფრის პასუხია, სადაც რესურსების მოძიება, შინაგანი პოტენციალის აღმოჩენა შეიძლება. ვიპოვოთ ისინი, მივცეთ თავისუფლება ჩვენს შინაგან შუქს და როცა ვხვდებით, რომ სიღრმისეული ჩასვლა, გაცნობიერება მოხდა, ეს შთამაგონებელი ხდება და  განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ავყავართ, ახალ ცხოვრებისეულ  რიტმში ვერთვებით, თავისუფალი  და ბედნიერი ვხდებით.

ადრე თუ გვიან დგება მომენტი და ჩვენ თავთნ ვსვამთ კითხვებს – ვინ ვარ მე?

რატომ არის მნიშვნელოვანი – ვინ ვარ? რა დანიშნულება მაქვს? რა მინდა? რისთვის ვარ? მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ  იმასთან ვინც გვგონია თავი. როცა ვეკითხები კლიენტს, ჩამოთვალე – ვინ ვარ მე? ზოგთან სოციალური სტატუსია წამყვანი, ზოგთან პროფესიული, ზოგთან მშობლის და ა.შ. მნიშვნელოვანია თუ რა როლი მოდის პირველი, დააკვირდეს, გაანალიზოს, ეს უნდა იყოს პირველი თუ რამეა შესაცვლელი? ეს არის რაც მას უნდა? ძალიან ხშირად ამის გაცნობიერების შემდეგ პროფესიებსაც იცვლიან.

ზოგჯერ ვგრძნობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია, ვხვდებით, რომ  ბოლომდე არ ვართ რეალიზებულები და გვაქვს მარცხის  გამოცდილება, რაღაც არ გამოგვივიდა,  გვიჭირს გავარკვიოთ საით ავიღოთ ორიენტირი ან თითქოს ყველაფერი არის, მაგრამ კმაყოფილება და ბედნიერება არ დგება. სწორედ ამაში ქოუჩი გვეხმარება.

ქოუჩინგში არ არსებობს მარცხი, არსებობს უკუკავშირი. რას ნიშნავს ეს?

საუთარი თავი უნდა მივიღო ისეთი, როგორიც არის, საკუთარ თავს ვემეგობრო, საკუთარ კრიტიკულ ხმასთან საერთო ენა გამოვნახო და მოველაპარაკო… და განვსაზღვრო რა მიშლის ხელს. რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა რაშიც ვარ ახლა და რა შეიძლება შევცვალო.

ქოუჩმა უნდა შეძლოს კლიენტს  გააცნობიერებინოს თუ რა დაეხმარება ამ მომენტში  და შეძლოს კონკრეტული ნაბიჯებიდან ქმედებაზე გადაიყვანოს. ქოუჩი ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც თანაგრძნობა, მიმღებლობა და გულწრფელი ინტერესი  იგრძნობა. მან იცის, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი თავისი ოცნების ასასრულებლად და ეს რესურსი და შესაძლებლობა მასშია. ქოუჩი სვამს ისეთ კითხვებს და აძებნინებს ისეთ პასუხს,  რომლითაც მას თვითონ შეუძლია იპოვოს ყველა გზა, რომელიც მას ახლა სჭირდება.

მივედით იქამდე, რომ პიროვნების როლი, იდენტობა, მისი შესაძლებლობები და უნარები, მთელი ცხოვრების მანილზე მუდმივად განვითარებადი პროცესია.

შინაგანი  კრიტიკული ხმის გარდა, რომელიც აჩერებს და აფერხებს კლიენტს, უმეტეს წილად ჩვევებია. ესენია კომფორტის ზონა, ჩვეული აზროვნება, რწმუნებულებები, ჩვეული ქმედებები, რომლებიც ისე გამყარდნენ  ჩვენს გონებაში და არაცნობიერში, რომ ძნელია მათი გადალახვა.

ყველა ჩვენი ჩვევა ღირებულების როლს ასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვევებად არ ჩამოყალიბდებოდნენ და  ჩვენი ფსიქიკაც  ცდილობს დაიცვას ჩვენი ჩვევები.

მაგრამ დრო იცვლება და ვხვდებით, რომ ჩვენი ჩვევები აღარ შეესაბამება ჩვენს მიზნებს, ამიტომაც საჭიროა ცვლილება. ქოუჩი მუშაობს ჩვევების დამუშავებაზე, იმ შემზღუდველ რწმუნებულებებზე, რაც აფერხებს კლიენტს და მუშაობს მის შეცვლაზე… იქმნება ახალი ჩარჩო, სადაც მე ჩემს თავს ვათავსებ, სადაც მე ჩემი თავის მჯერა და სამყაროც ხელს მიწყობს..

ეს არის დიდი ნაბიჯი გაცნობიერებისაკენ  და ყველა ცვლილებების საწყისი, ჩნდება ენერგია, იმპულსი, რომელიც არ ისვენებს, პასუხს ეძებს და ისიც მოდის.. თუ არ ვსვამთ კითხვებს, დაკარგული გვაქვს ყველანაირი ინტერესი ან ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია ე.ი. ეს მდგომარეობა გვაწყობს  და არც არის ცვლილებისთვის იმპულსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები