LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ნებისყოფა და როგორ გამოვიმუშაოთ ის – FM ქოუჩი

119
couch2010

რა არის ნებისყოფა და როგორ გამოვიმუშაოთ ის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა თამარ ყაჭაშვილმა ისაუბრა.

რა არის ნებისყოფა?

ითვლება, რომ ნებისყოფა პიროვნული და პროფესიული წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. ნებისყოფა არის ის, რაც გვეხმარება ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შექმნაში. ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც გვეხმარება ჩვენი მიზნებისკენ სვლაში, მიუხედავად გამოწვევებისა რომლებიც გვხვდება ამ გზაზე.

ერთ სიტყვაში რომ შევაჯამოთ ეს თვითკონტროლის, იმპულსების კონტროლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავუმკლავდეთ ,,ცდუნებებებს“ და გვეხმარება ვიყოთ რესურსულ მდგომარეობაში. ეს ყოველივე კი ნიშნავს მართო და მოაგვარო კონკრეტული ამოცანები და გაუმკლავდე გამოწვევებს. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის განმარტებით: ”ნებისყოფა არის მოკლევადიან ცდუნებების წინააღმდეგობის გაწევის უნარი, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.”

ნებისყოფა ასევე უკავშირდება ადამიანის შინაგან დისციპლინურობას. რაც უფრო მაღალი ხარისხით არის ადამიანში თვითკონტროლის უნარი მით უფრო წარმატებული და პროდუქტიული იგი. შესაბამისად, ნებისყობა ყველა წარმატების თუ წარუმატებლობის უკან დგას.

რაში გვეხმარება ეს უნარი?

აღნიშნული უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც ხდება უკვე არსებული ჩვევების ან სიტუაციური ცვლილება, როდესაც გვიხდება ,,თბილი“, კომფირტის ზონიდან გამოსვლა და ხშირ შემთხვევაში ნებისყოფის საკმარისი დოზა არის პრობლემა.

ჩნდება კითხვა: შეგვიძლია თუ არა გამოვიმუშაოთ ნებისყოფა და გვქონდეს თვიტკონტროლის მაღალი ხარისხი? პასუხია : დიახ!

მაშინ, ჩნდება მეორე კითხვა: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის?

1, თავი ავარიდოთ ,,ცდუნებებს“, იმ სიტუაციებს რომელიც გამოიწვევს თვითკონტროლის გაუარესებას. ამისთვის საჭიროა იმ ,,საშიში წერტილების“ განსაზღვრა და იდეტიფიცირება რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენენ თვითკონტროლზე. ხოლო შემდეგ, გეგმის შემუშავება თუ როგორ გავუმკლავდეთ ცდუნებებს. წინასწარ განსაზღვრული გეგმის არსებობას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩვენი ნებისყოფა ცდუნების წინაშე.

2, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ნებისყოფა ძლიერდება რეგულარული გამოყენებისას. პატარ-პატარა ჩვევების გამომუშავებით, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან უმნიშვნელოცკი მაგარამ ეს პატარა ჩვევები აყალიბებს თვითდისციპლინას და თვითკონტროლს, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში.

3, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მიზანი, რის მიღება გვსურს და თუ რას ემსახურება ნებისყოფის გაძლიერება.

 

გადცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები