LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დეტალებს უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ნივთის შესაძენად თანხას წინასწარ გადაიხდით – იურისტის რჩევები

12
ეკაა

თანამედროვე რეალობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ყიდულობენ ადამიანები სხვადასხვა ნივთს ონლაინ, თუმცა არაერთხელ გვითქვამს მსმენელისთვის, რომ ეს გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, გამოწერილი ნივთი არ ემთხვეოდეს ფოტოზე ასახულს და მანამდე ნანახს ან უარესი – თანხა საერთოდ დაკარგოთ. ადვოკატი ეკა ლომიძე , რომელმაც თემა მოგვაწოდა, გადაცემამდე ჩავწერეთ და დეტალურად გამოვკითხეთ, რა საკითხები უნდა გაითვალისწინოთ ასეთ შემთხვევებში.

“ონლაინ ვაჭრობისას არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მომხმარებლებს ხშირად მცირე თანხების გამო ჩივილი არ უღირთ, თუმცა ვფიქრობ არის დეტალები, რაც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს მაშინ, როცა მას თანხის წინასწარ გადახდას სთხოვენ. ეს იქნება ონლაინ ვაჭრობის დროს თუ ხელოსნების დაქირავების შემთხვევაში.

ნივთის ონლაინ შეძენისას, თავდაცვა უფრო რთულია. არ იცი როგორს მოგიტანენ თუ თანხას წინასწარ ურიცხავ, თუმცა საფუძვლიანად თუ გამოჰკითხავ პირობებს, პროდუქტის ხარისხს აუცილებლად შეამჩნევთ და მიხვდებით, რამდენად გიღირთ ამ კომპანიასთან თუ გამყიდველთან თანამშრომლობა. ასევე დააკვირდით მათი გვერდის კომენტარებს, მიმოწერასა და გადარიცხვისას ზუსტად დააფიქსირეთ რისთვის იხდით. ასევე მოაწერინეთ მისამართი ან პირადი მონაცემები, ვინც წარმოადგენს გამყიდველს.

ცალკე საკითხია და კიდევ უფრო მეტად სარისკოა ხელოსნებისთვის თანხის ხელზე მიცემა,რომელმაც არ გაჩვენათ არც პირადობა, არც იცით მის შესახებ ინფორმაცია და ითხოვს თანხას წინასწარ, ცხადია, გპირდებათ მოსვლას და გარკვეულ მომსახურებას. ის თუ არ გამოჩნდა და არც მონაცემები იცით, სავარაუდოდ, ვერც მიაგნებთ, ამიტომ კვლავ საჭიროა დაადგინოთ თავიდანვე ვინ არის, პირადობის მონაცემი, სად საქმიანობს, გაჩვენოთ ნამუშევრები, დაუსვით კითხვები დეტალებზე, არ ენდოთ მხოლოდ ონლაინ ჩაგდებულ ფოტოებს. 

ჩვენ ყველას გვახსოვს ავეჯის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის შემთხვევა. ამ კომპანიისგან დაზარალებული ჩემი კლიენტი იყო. ხელშეკრულებაც კი ჰქონდათ დადებული, მაგრამ მძიმე პირობებით, ყველანაირი თანხის გადახდაც წინასწარ იყო გათვალისწინებული, რაც არავინ გააპროტესტა და სარეკლამო კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდა არაერთი ადამიანი. განსაკუთრებით დიდი თანხების გადახდისას უნდა გადაამოწმოთ კომპანიის შესაძლებლობა, ფინანსური მდგომარეობა. სამწუხაროდ თაღლითობა ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო წარმოებად აღიქმება პოლიციის მიერ და ხდება დაზარალებულების სამოქალაქო წესით სასამართლო დავაში გადამისამართება. ასეთ დროს კი, თუ კომპანიას არ აქვს ქონება, ზარალს ვერავინ აანაზღაურებს”, – გვეუბნება ადვოკატი ეკა ლომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები