LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევები არსებობს ბიზნესში კომუნიკაციის კუთხით – FM ქოუჩი

4
nino-subeliani

გადაცემის ლაივი Live

კომუნიკაციებს ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოწვევები ამ მიმართულებით ბევრია. რა გამოწვევები არსებობს ბიზნესში კომუნიკაციების კუთხით – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” “ჯეპრას” უფროსმა კონსულტანტმა, ტრენერმა ნინო სუბელიანმა ისაუბრა.

რა გამოწვევებია ბიზნეს კომუნიკაციებში?

მთავარი გამოწვევა, ალბათ არის კომპანიების სხვადასხვა ფორმატი ბიზნეს მოდელიდან, კულტურიდან, მასშტაბიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი განსხვავებულობით, ჩვენი კორპორატიული კულტურით ვახდენთ საზოგადოებაში პოზიციონირებას.

მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, უფრო მეტიც, წინა პლანზე დავაყენოთ შიდა აუდიტორია ბიზნეს კომუნიკაციებში. გვახსოვდეს, რომ თანამშრომლები არიან აქტიური კომუნიკატორები იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობენ. თუ მათი საკომუნიკაციო ტონი, სტილი, სრულიად აცდენილია კომპანიის კორპორატიულ კულტურასთან, ღირებულებეთან, თქვენ ვერ მოახდენთ ორგანიზაციიის სათანადო პოზიციონირებას.

ბიზნეს კომუნიკაციაა პარტნიორებთან მეილით, ტელეფონით კომუნიკაცია, შეხვედრები შიდა თუ გარე აუდიტორიასთან, სთეიქჰოლდერებთან, ა.შ. სასურველია ამ ყველაფერს ვაკეთებდეთ კორპორატიული სტილის დაცვით, კორპორატიული გაიდლაინის მიხედვით, სადაც გათვალისწინებული გვექნება ბრენდის, ორგანიზაციის ღირებულებები და კულტურა. ბევრ ორგანიზაციას არ აქვს ასეთი გაიდლაინი.

არის თუ არა ამ კუთხით მსხვილ და პატარა კომპანიებს შორის განსხვავება?

განსხვავება დიდია, თუმცა  მასშტაბურობაზე მეტად ამ  სხვაობას მეტად გვაჩვენებს საერთაშორისო და  ლოკალური კომპანიების კომუნიკაციის სტილი.  კომუნიკაციის ფორმას საერთაშორისო კომპანიები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ დეტალებია მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილს აუცილებლად უპასუხებენ. ქართული ბიზნესი დიდწილად ფეისბუქ კომუნიკაციით, სატელეფონო კომუნიკაციით აგვარებს საკითხებს. რთულია ასეთი ფორმით მოწერილი შეხვედრა არ დაგავიწყდეს, გარდა ამისა, ამ შეხვედრის შინაარსი არ იყოს გაბნეული ჭორაობაში. რთულია ყოველთვის უპასუხო ზარებს, თუმცა მარტივია წუთში 5-6 მეილი ნახო (დღეში კი 100 – ზე მეტ  შეტყობინებამდეც კი ახვიდე). არასწორი კომუნიკაციის შედეგია არარეალური დედლაინები ან იმის აღმოჩენა, რომ ერთსა და იმავე დროს ორი შეხვედრა დაგინიშნავს. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიის კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას, როგორც უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო იარაღს ბიზნესში, ვერ ექნება ალტერნატივა. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი მიჩნეულია დოკუმენტად, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აუდიტიც ითვალისწინებს.  ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხი.

რა უნდა გაკეთდეს მართებული, სწორი კომუნიკაციისთვის ბიზნესში?

მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია: ღირებულებები, მისია, ფილოსოფია და ხედვა. აქედან გამომდინარე, უნდა დავნერგოთ კორპორატიული კულტურა კომპანიაში, შევიმუშაოთ ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ბიზნეს ქცევის კოდექსი და კორპორატიული კომუნიკაციების გაიდლაინი.

სწორედ ღირებულებების და ხედვის საფუძველზე ირჩევენ კომპანიები საკომუნიკაციო სტილს, რაც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ პოზიციონირებაში, როგორიცაა  გამჭვირვალე, ღია და სანდო კომპანია.  მნიშვნელოვანია, ბიზნეს კომუნიკაციებში გათვალისწინებული იყოს ეთიკური ნორმების დაცვა ( დისკრიმინაციის, გენდერული, ორიენტაციის საკითხები).

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები