LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებელი აქვს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას – FM ქოუჩი

31
ბექა-კოკაია

ფორმალური და არაფორმალური განათლება – გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მარკეტინგის ხელმძღვანელი ბექა კოკაია.

რა სარგებელი აქვს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას?

დღეს ყველას აქვს საშუალება მიიღოს კარგი განათლება. ადამიანს შეუძლია კონკრეტულ პროფესიას დაეუფლოს პროფესიული სასწავლებლის საშუალებით, რამდენიმე თვეში. თუმცა, ცხადია, უმაღლეს სასწავლებელს თავისი უპირატესობები აქვს. იქ სტუდენტი სოციალიზაციას და ურთიერთობებს სწავლობს. ასევე, მეტნაკლებად მულტიპროფილურ განათლებასაც იღებს. ინტერნეტის ეპოქაში ალბათ არ არსებობს საქმე, რომელზეც ვერ მოძებნი კარგ ონლაინ ლექციას. ასე, რომ საბოლოო ჯამში, განათლების მიღება შეუძლია ყველას.

საქართველოში რამდენიმე საფეხურიანი განათლებაა: საშუალო, საბაკალავრო, მაგისტრატურა, არსებობს სასერთიფიკატო განათლება, ეს განათლება შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ადამიანმა და დაიმატოს დამატებით პროფესიული განათლება. ამ კურსების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ადამიანები დროს ზოგავენ.

რატომ ვერ დამკვიდრდა ჩვენთან არაფორმალური განათლება?

ესეც საბჭოთა გადმონაშთის პრობლემაა. მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, მაშინ იყო კორუფცია, არსებობდა ფასიანი და უფასო სექტორი, ფასიანზე ყველას შეეძლო სწავლა,უფასოზე სწავლა კი ჯდებოდა პირობითად 10 ათასი დოლარი. ადამიანები იხდიდნენ ამ თანხას იმიტომ, რომ ეთქვათ „მე უფასოზე ვსწავლობ“. სამწუხარო რეალობა გვქონდა. ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ დიპლომის რომანტიზება ხდება დღემდე, საბჭოთა ფილმებშიც ვხვდებით ასეთ ფრაზებს “დიპლომიანი სიძე მინდა“ და ა.შ.

როდესაც შეიქმნა კულინარიის აკადემია, იმ პერიოდში მზარეულის პროფესია არ იყო მოთხოვნადი, თუმცა დღეს ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია. ბევრი ძალიან ცნობილი მზარეული, აბსოლუტურად სხვა პროფესიის იყვნენ, მერე გაიარეს ამ მიმართულებით კურსები და გახდნენ წარმატებულები პროფესიაში.

რა არის შესაცვლელი ადამიანების ცნობიერებაში ამ მიმართულებით?

პირველ რიგში აუცილებელია მე-12 კლასელმა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს, შეიძლება მოუსმინოს მშობლის ან ახლობლის რჩევას, თუმცა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს რა უნდა და სად უნდა სწავლის გაგრძელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები