LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცვალა პანდემიამ პიარში – FM ქოუჩი“

8
kaxamagradze55

გადაცემის ლაივი LIVE

პიარი და პანდემია – ამ თემაზე  მარტა ქარუმიძის გადაცემაში  FM ქოუჩი“ ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა.


რა ვითარება გვაქვს ამ ეტაპზე პიარის კუთხით?

პანდემიამ თავდაყირა დააყენა ჩვენი საქმიანობა. თუმცა, ახლა უფრო გაიზარდა პიარის როლი, რადგან ბევრად ღირებული გახდა სახელზე, ბრენდის იმიჯზე ზრუნვა.

არსებობს მატერიალური და არამატერიალური აქტივი. პანდემიამ აჩვენა, რომ შეიძლება გაგიჩერდეს ქარხნები, მაგრამ ერთადერთი, რასაც შეუძლია ამოგიყვანოს სიტუაციიდან, არის პიარი და მომხმარებლის ნდომის მოპოვება. რაც დრო გადის, სულ უფრო იხსნება საინფორმაციო სივრცე, სულ უფრო მეტი კონკურენციაა კომპანიებს შორის.

კონკურენცია რა კუთხით შეიცვალა?

სეგმენტს გააჩნია. მაგალითად, საკვების გამოძახების სერვისში კომპანიები მომრავლდენ. თუ გაიხსნება სასტუმროები, წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენცია იქნება ამ სეგმენტში, როცა ტურისტების ნაკადი შემცირებულია.

რა გვჭირდება დღეს?

მეტი დაკვირვებისა და ანალიტიკის გამოყენება ამ პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენი ბაზრისთვის ანალიტიკა დამახასიათებელი არაა. შესაბამისად, ეს არის აუცილებელი. მაგალითად, პოსტმა მოიპოვა 500 მოწონება, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, რამდენად აისახება ეს შედეგზე და რა მოგება მოგვიტანა. კომპანიებმა უნდა გაიგონ, როგორ იცვლება განწყობები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები