LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლეებია თბილისის თავისუფალ აკადემიაში – FM ქოუჩი

8
abuladzepirveli

გადაცემის ლაივი LIVE

რა სიახლეებია თბილისის თავისუფალ აკადემიაში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ აკადემიის რექტორმა სალომე პირველმა და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჟელა აბულაძემ ისაუბრეს.


როგორც ვიცი, აკადემიამ მიიღო აკრედიტაცია, კონკრეტულად რა მიმართულებებზე?

სალომე პირველი:

თბილისის თავისუფალმა აკადემიამ მიიღო აკრედიტაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სამ მიმართულებაზე: ეს მიმართულებებია:

 დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

 დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

 ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითისაბაზო-საშუალო საფეხური).

მოგახსენებთ თუ რატომ კონკრეტულად ეს სამი მიმართულება. თბილისის თავისუფალმა აკადემიამ ჩაატარა შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა რომ სწორედ ამ სამი მიმართულებით იყო მოთხოვნა ყველაზე მაღალი. ჩვენ გამოვიკითხეთ მასწავლებლები და საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები, როგორც დამსაქმებლები. კვლევამ აჩვენა, რომ უდაოდ დიდი მოთხოვნა მასწავლებლის პროფესიაზე და სკოლებს აქვთ კვალიფიციური კადრების ნაკლებობის პრობლემა. აქვე აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გარეშე მასწავლებლობის მსურველს არ აქვს უფლება მუშაობა დაიწყოს სკოლაში.

რამდენ კრედიტიანია მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60 კრედიტიანი ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც ამზადებს მასწავლებელს იმისთვის, რომ მოიპოვოს სკოლაში მუშაობის დაწყების უფლება. მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი სახელმწიფოს მიერ. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა.

რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?

ანჟელა აბულაძე:

აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი შემდეგია:

ა) ბაკალავრის ხარისხი;

ბ) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის ჩაბარება.

რას მოიცავს პროგრამის სტუქტურა?

პროგრამის სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:

 ზოგადი პედაგოგიკა და ფსიქოლოგია;

 საგნის სწავლების მეთოდიკა;

 სასკოლო პრაქტიკა.

სასწავლო პედაგოგიური პრაქტიკა სტუდენტების მომზადების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. პრაქტიკის მიზანია სტუდენტის მომზადება წარიმართოს სამი მიმართულებით – სასწავლო/საგაკვეთილო პროცესი, სასწავლო/აღმზრდელობითი პროცესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი. შესაბამისად, პედაგოგიური პრაქტიკის მიზანია სტუდენტმა პრაქტიკაში (გაკვეთილზე) გამოიყენოს სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა. მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკა ორ ეტაპიანია. კერძოდ, ეს არის ჩაშენებული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს კონკრეტული სასწავლო კურსების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პროცესზე დაკვირვებას, ხოლო მეორე ეტაპზე პედაგოგიური პრაქტიკის კურსი ყველა მიმართულებით, სადაც სტუდენტები პრაქტიკაში გამოიყენებენ და დაადასტურებენ მეთოდიკურ სასწავლო კურსებზე მიღებულ ცოდნას (დაგეგმავენ და ჩაატარებენ გაკვეთილებს, შექმნიან ელექტრონულ პორტფოლიოებს და დაწერენ პრაქტიკის ანგარიშს).

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები