LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ ეჭვი გაქვთ, რომ უკანონოდ გისმენენ – იურისტის რჩევები

11
received-1457732591249714 (1)

უკანონო მოსმენები, მიყურადება და მათი გასაჯაროება – პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც შეგიძლიათ სამართლებრივად უპასუხოთ. რა უნდა იცოდეთ სამართლებრივ ნაწილზე, რას გირჩევენ იურისტები, დღევანდელი გადაცემის  ,,კანონის ფარგლებში” სტუმარია ა/ო სამართლებრივი კვლევის, სწავლების და დახმარების ცენტრის თავმჯდომარე მარიკა არევაძე.

– რა ტიპის ქეისები გქონიათ პრაქტიკაში, რაც ფარულ ჩანაწერებს, უკანონო მოსმენებს უკავშირდება

– სანამ ფაქტების შეფასებას გავაკეთებ, მე მინდა მცირე ექსკურსი ჩავატარო , რას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. ერთია, არსებობს თუ არა კანონმდებლობა, რომელიც ამას იცავს თუ აღსრულების პრობლემაა. კონსტიტუციაში, გაწერილია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება, ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია არის ხელშეუხებელი. ეს ნიშნავს, რომ სხვა კანონმდებარე აქტებით უნდა იყოს დარეგულირებული, თუ როგორ ხდება ამ სიკეთის დაცვა. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

– ეს კვალიფიკაცია რა შემთხვევაში მიეცემა საქმეს

– კოდექსი ამბობს, რომ ეს ეხება, როცა გვაქვს საუბრების უნებართვო ჩაწერა, თვალთვალი, კომპიუტერულ პროგრამაში შეღწევა, ინფორმაციის ამოღება და გავრცელება. ერთია, რომ განახორციელო ეს მოქმედებები, რაც უკვე არის უკანონობა და დანაშაული, მეორეა – ამ მოპოვებული ინფორმაციის უკანონო გავრცელება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ არის შეუზღუდავი, თუმცა ეს შეზღუდვის ფარგლებია მნიშვნელოვანი. რომელიმე უწყებაში ან კერძო პირს მოუნდა, შეიძინა აპარატურა და ვინმეს უსმენს, ეს არ შეიძლება, ეს არის უკანონო მოსმენა. კანონიერად ჩაითვლება მოსმენა, თუ ამაზე არსებობს სასამართლოს განჩინება, თუ ეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხება. თუ გადაუდებელი აუცილებლობაა, მოსმენიდან 24 საათში მაინც უნდა იყოს გამყარებული სასამართლო განჩინებით. რასაც მე ვადევნებ თვალს, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უდიდესი მათგანი უკანონოდ მოპოვებულია. სწორედ აქ არის პრობლემა. თითქოს მედიასაშუალებებზე ცდილობენ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომ ეს საშინელი ფაქტები ამხილა. ამ დროს, უმოქმედოა ჩვენი საგამოძიებო ორგანო. ჯერ არ მომისმენია განცხადება, რომ მოპოვების უკანონობასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. დაუსჯელობის სინდრომია ჩვენს ქვეყანაში. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა.

–  იდეაში იწყება ხოლმე გამოძიება და მერე თაროზე შემოიდება

– ანუ დაუსჯელობის სინდრომია. არავინ პასუხისგებაში ამ ჩანაწერების მოპოვების და გავრცელების გამო არ მოჰყოლია. მე არ გამიგია.

– იურიდიულად რა ბერკეტები გაქვს ადამიანს, როცა იგებ, რომ უკანონოდ გისმენენ, გამოქვეყნდა და ა. შ. 

– ნუ დაველოდებით, რომ ვინმე გამოძიებას თავისით დაიწყებს. წერილობითი ფორმით შსს–ში უნდა შევიდეს განცხადება, საჩივარი, რომ ადამიანს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მას უსმენენ. უნდა დაიწყოს გამოძიება, ოღონდ ეფექტური გამოძიება. აქ არის ისევ პრობლემა. გამოძიება რომ ქმედითი იყოს, ვინ და რატომ ახორციელებს ამას, დაისაჯოს ეს პირი, მერწმუნეთ, ეს იქნება იმდენად პრევენციული, რომ ამას ვეღარავინ გაბედავს. აქ შეიძლება დადგეს არა მოლოდ სისხლის სამართლებრივი, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და პერსონალური მონაცემების კუთხითაც მნიშვნელოვანი საკითხია.

– პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში 

– მისი უფლებამოსილებები გაერთიანდა და ახლა გვყავს სახელმწიფო ინსტრუქტორი. იქ უნდა შეიტანოს პირმა განცხადება, იწყება შემდეგ მოკვლევა და თუ დადგინდა, რომ ნამდვილად ადგილი აქვს განმცხადებლის მიერ მითითებულ  ქმედებებს, აქ უკვე ჯარიმაა გათვალისწინებული. ეს შედარებით მსუბუქი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი რგოლია.

– პრევენცია რამდენად შესაძლებელია ამ სიტუაციაში, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ

– პრევენცია ის არის, რომ სამართლებრივი ქმედებები უნდა დაიწყო იმის მიუხედავად რამდენად ენდობიან გამოძიებას. ერთ ნიუანსია კიდევ – კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთნდობაზე დგას ბევრი რამ. ანუ კლიენტი გვიზიარებს ყველაფერს და ამის მიხედვით სტრატეგია დგება. ანუ გამოდის, რომ ადვოკატები ვართ მოსმენის მსხვერპლნი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესაც ჰქონდა ამ თემაზე გამოხმაურება. პირველ რიგში არავის უნდა უსმენდნენ და განსაკუთრებით, როცა კონფიდენციალურ ინფორმაციას ეხება საქმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები