LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რთულია მუშაობა პიარში – FM ქოუჩი

8
xatuna-kakabadze

გადაცემის ლაივი LIVE

პიარი ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ პროფესიად დასახელდა. ამ პროფესიაში შედეგს მიღმა თავდაუზოგავი შრომა დგას. რამდენად რთულია მუშაობა პიარში – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის, CSR-ისა და შიდა კომუნიკაციების სამსახურის დირექტორი ხათუნა კაკაბაძე.

როგორია თანამდეროვე პიარის ხრიკები, რომელიც პიარსპეციალისტმა უნდა იცოდეს კონკურენციის პირობებში? 

21-ე საუკუნეში რეალობა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან დინამიურია. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად არასოდეს არის. მოვლენები, ამბები და პროცესები სწრაფ რეჟიმში იცვლება, დღეს ეს არის აქტუალური ხვალ შეიძლება სულ სხვა რამ იყოს. მაგალითისთვის, თითოეული ჩვენგანი კონკრეტულ გადაწყვეტილებას წამის მეასედში ვიღებთ ყოველდღიურად – იქნება ეს facebook-ზე „სქროლვის“ პროცესში თუ კონკრეტული რეკლამის ნახვისას. ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აჩქარებულ რიტმზე ფეხის აყოლა მგონია. ჩემი აზრით, არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, წესები ან ხრიკები, მთავარია მოვლენებს მუდმივად ვადევნებდეთ თვალყურს და საჭირო დროს უსწრაფესად მივიღოთ გადაწყვეტილება. ანუ მთავარ გამოწვევად “აქ და ახლა”,  დროული გადაწყვეტილებები და რეაგირებები რჩება. ამიტომაც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR-ის) სპეციალისტების პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და შრომატევადია, საზოგადოება ძალიან ფართო ცნებაა – წარმოგიდგენიათ რამდენი ინდივიდისგან შედგება საზოგადოება, ჩვენი საქმე კი მათზე ერთობლივად და ასევე ცალ-ცალკე მუშაობაა, რაც ერთი შეხედვით შესაძლოა უტოპიურიც კი იყოს. მუდმივად გქონდეს კითხვა, როგორ შეიძლება ყველასთვის მისაღები ან მოსაწონი საქმე ვაკეთოთ? – ეს შეუძლებელია თუ კი ამას ათვითცნობიერებ, მაშინ აუცილებლად გააკეთებ ისეთ რამეს, რაც საზოგადოების უმეტეს ნაწილს მოეწონება და არა ყველას.

კრიზისული სიტუაციის დროს, როგორი უნდა იყოს რეაგირება?

დროული! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე დროს, დროულ გადაწყვეტილებას, დროულ პასუხებს, დროულ რეაგირებას, დროულ გამოჩენას… ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როგორ უნდა მიიტანო სათქმელი მომხმარებლამდე, რომ პიარკამპანია არ გახდეს მომაბეზრებელი?

სიახლე, სიახლე და მხოლოდ სიახლე, ეს თუ გადაგვარჩენს. ყველა სიახლე კი აუცილებლად თავად მომხმარებლის საჭიროებიდან უნდა მოდიდოდეს. ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ „inside“-ს, რაც გულისხმობს სიღრმისეულად ჩახვიდე და გაიგო, რა სურს მომხმარებელს, არ აქვს მნიშვნელობა აკეთებ რაიმე კამპანიას, აქციას, შეთავაზებას თუ პრესრელიზს.

რამდენად რთულია დღეს იმუშაო პიარში?

ზოგადად, ვფიქრობ აკეთო ზუსტად ის საქმე, რომელიც გიყვარს 100%-ით კარგად და ბოლომდე დაიხარჯო, არც ისე რთულია. რთულია მხოლოდ ის, რომ ზუსტად მიხვდე, რისი კეთება გინდა ყველაზე მეტად, როდესაც ამის იდენტიფიცირებას ახდენ, ვფიქრობ რთულად არაფერი გეჩვენება. მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ყველა ეტაპზე ეცადო მიიღო სიამოვნება მუშაობის პროცესში, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები