LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილება – FM ქოუჩი

7
gvancabarabadze

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რა ეტაპებია გასავლელი ცვლილებებისთვის, რა გვიშლის ხელს ამ პროცესში –  ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.

როგორ შევცალოთ ცხოვრება და რა გვიშლის ხელს ცვლილებებში?

ხშირად ცხოვრების რუტინა იმდენად ღრმად და ყოვლისმომცველად გვითრევას თავის მორევში, რომ საკუთარი თავის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვების დასმას გვავიწყებს: ვინ ვარ?  ვინ მინდა ვიყო? ვარ ბედნიერი?

პიროვნული განვითარება დაკავშირებულია მუდმივ ცვლილებებთან. ამ პროცესში ჩვენ ვიზრებით ვვითარდებით, გვიყალიბდება ღირებულებათა სისტემა და მსოფლმხედველობა, ვხდებით ცნობიერი საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების მიმართ, ვიკრებთ სიმამაცეს რათა მოვახდინოთ თვითაქტუალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან გვაახლოვებს…  ცვლილებები გარდაუვალია და ის შიგნიდან იწყება.

როდესაც შინაგანი ცვლილებების რიტმი დაბალია, საკუთარ თავთან დაახლოვება რთულდება, რადგან სწრაფად ცვალებად გარემოში, მუდმივად ჩვენზე ზემოქმედებს. ამ დროს დიდია ცდუნება იმისა, რომ ჩვენი ქცევები გამომდინარეობდეს სხვადასხვა გარემოებიდან და არა ჩვენი რეალური სურვილებიდან. შესაბამისად, შესაძლოა აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში, როცა ვეღარაფერს ვაკონტროლებთ.

როგორ შეიძლება ვუპასუხოთ ცვალებად გარემოს?

ცვლილებებთან მიმართებაში სიცხადე მინშვნელოვანია, ანუ გაცნობიერება და მიღება იმისა თუ რა შემიძლია შევცვალო და არა.
ბედნიერების განცდა მოაქვს აქ და ახლა მომენტს, როდესაც ადამიანს შეუძლია კონცენტრირდეს აწმყოზე. თანამედროვე ადამიანს ალბათ განსაკუთრებით უჭირს ეს, ვინაიდან ჩვენ ბევრს ვდარდობთ წარსულზე, რომელიც აღარ შეიცვლება და გვეშინია მომავლის, რომელიც ჯერ არ დამდგარა და ამ პროცესში ვკარგავთ, მთავარს აწმყო მდგომარეობას.

როდესაც ვიცი რა არის ჩემი კონტროლის ზონაში, შემიძლია ენერგია მივმართო სწორი მიმართულებით და ცვალებად გარემოს ვუპასუხო პროაქტიული სტრატეგიით, რაც გულისხმობს შემდეგს:

მომავალზე ორიენტაცია – ამისთვის დაფიქრდი და გაარკვიე რა გინდა? რა გჭირდება?

სწავლა – ახალი ინფორმაციის მოძიება საიმისოდ, რათა ცვალებად გარემოს უპასუხო. გაანალიზე, რა ახალი ცოდნა და უნარი გჭირდება?
სისწრაფე – მოქნილობა და მუდმივი სიახლეების მოსინჯვა. მოქნილობა გვეხმარება, რომ ნებისმიერი ცვლილების დროს, მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება. ამიტომ დაფიქრდი, რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რაც ჯერ არ გაგიკეთებია და შეეცადე იგი შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციო.

მთავარია გვახსოვდეს ყველაფერი ცვალებადია, მხოლოდ ცვლილებებია უცვლელი.

თქვენ რას ფიქრობთ ცვლილებებზე?

რა შეიძლება გააკეთო ხვალიდან საიმისოდ, რომ ცვლილებებს მომზადებული შეხვდე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები