LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საჭირო საკუთარ თავთან საუბარი – FM ქოუჩი

17

გადაცვემის ლაივი

თანამედროვე მეცნიერებმა აღიარებს, რომ უტყვი და ხმამაღალი მონოლოგი საკუთარ თავთან ადამიანს ეხმარება ცხოვრების ეფექტიანად წარმართვაში. რატომ არის საჭირო საკუთარ თავთან საუბარი – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, თამუნა მაჭავარიანი.

რისთვის არის საჭირო საკუთარ თავთან მსჯელობა?

კვლევებმა გამოავლინა, რომ საკუთარ თავთან საუბარი სასარგებლოა ტვინისთვის. რაც უფრო მეტს საუბრობ საკუთარ “მე”-სთან, მით უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს და გამოსავალს პოულობ. საკუთარ თავთან მსჯელობა გვეხმარება ადამიანებს მოვახდინოთ ჩვენი ფიქრების ორგანიზება, დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები, გავაერთიანოთ ფრაგმენტული მოგონებები და ვმარტოთ ემოციები. საუბარი საკუთარ თავთან არ არის ფსიქიკური აშილობის ნიშანი, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ, პირიქით, ასეთ საუბრებს განსაკუთრებული როლი ენიჭება და წვლილი შეაქვს ჩვენი ცნობიერის მობილიზებაში. სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ, საკუთარ თავთან საუბარი გვეხმარება საკუთარი თავის გაკონრტოლებაში.

უნდა გამოვუტყდეთ საკუთარ თავს წინსვლასა და მარცხში ?

საკუთარ “მე”-სთან საუბრისას გადამწყვეტი და მეტად მარტივია გულახდილობა. რეალურად, ჩვენ ყველაზე გულწრფელები ვართ მაშინ, როდესაც მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან, როდესაც არავინ გვისმენს და გვხედავს, და როდესაც არ გვჭირდება თამაში. ზუსტად ამიტომ, ჩვენს თავს თამამად უნდა გამოვუტყდეთ ჩვენს მიღწევებში. და არა მარტო უნდა გამოვუტყდეთ, არამედ უნდა შევაქოთ დამსახურებლად, იმ მიღწევებისათვისაც კი, რომელთაც ვგეგმავთ მომავალში. ღიად უნდა ვიმსჯელოთ და ვაღიაროთ სად დავმარცხდით. უნდა გავაანალიზოთ, თუ რა იყო ჩვენი მარცხის მიზეზი. უნდა ვაღიაროთ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები და პირობა მივცეთ საკუთარ თავს, რომ მათ აღარ გავიმოერებთ მომავალში.

რა უნარები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა “მეს” განვითარებისთვის?

ყველაზე სწორი თვითგანვითარებისთვის არის საკუთარი თავისათვის კითხვების დასმა. უმჯობესია რომ აიღოთ ფურცელი / დაფა და ჩამოწეროთ ყველა კითხვა, რაც კი გაგიჩნდებათ საკუთარი თავის წინაშე. შემდგომ კი მეთოდურად მიყვეთ და ყოველ მათგანს გავცეთ პასუხი. როცა ყველა დაგროვილ შეკითხვას გაეცემა პასუხი უმჯობესია ავიღოთ ტაიმ-აუტი, რამდენიმე საათი, ან უმჯობესია ერთი დღეც. ეს მნიშვნელოვანია რათა განვტვირთოთ ჩვენი „მე“, შემდგომ კი დასვენებულ გონებაზე წავიკითხოთ ჩვენს მიერ დაწერილი პასუხები. თუ მივხვდებით, რომ ეს პასუხები არ არის სწორი, ჩამოყალიბებულია ემოციური ფონის ზეგავლენით, გადაჭარბებულ ან არასრულ შეფასებებს მოიცავს – მაშინ შეგვიძლია კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ეს საშუალებას მოგვცემს ღრმად დავფიქრდეთ სხვადასხვა საკითხებზე, შევაფასოთ ჩვენი უკვე განხორციელებული ქცევა და დავგეგმოთ მომავალი ქცევა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენს განვითარებაზე. საკუთარ თავთან წერილობით ფორმატში საუბარი და შემდგომ განხილვა კარგი საშუალებაა განვითარებისთვის.

რატომ უნდა ვესაუბროთ საკუთარ თავს?

  • საკუთარ თავთან დიალოგი გვეხმარება გავიგოთ რა გვინდა, ან რა არ გვინდა, ისე რომ ამ დროს არ ვექცევით გარემო ფაქტორების და სხვა ადამიანების ზემოქმედების
  • ჩვენს თავთან საუბარი გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ჰარმონიაში ჩვენს „მე“-სთან;
  • ხშირად, ჩვენ გვჭირდება ექსპერტის რჩევა, ჩვენი ცხოვრების ექსპერტობას კი შესაძლოა ჩვენზე უკეთ ვერავინ გასწევს;
  • ხანდახან საჭიროა „ორთქლის გამოშვება“, ეს კი უმჯობესია საკუთარ თავთან მოვახდინოთ და თუ კვლავ იმ აზრზე დავრჩებით, რომ მართლები ვართ, მერე სხვაგანაც შეგვიძლია იმ „ორთქლის გამოშვება“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები