LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახა პანდემია ღვინის ბიზნესზე – FM ქოუჩი

4
98015392-766343107104294-4447328546406268928-n

როგორ აისახა ვირუსი ღვინის ბიზნესზე და რა კეთდება არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” “იასეს მარნის” დამფუძნებელმა გოგიტა მჭედლიშვილმა ისაუბრა

როგორ აისახა ვირუსი ღვინის ბიზნესზე?

კორონავირუსი (Covid 19) რთულ გამოწვევად იქცა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვისთვის, ისე ეკონომიკის ცალკეული სექტორებისა და ზოგადად გლობალური ეკონომიკისთვის. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას, წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (52,2%), სადაც მევენახეობა – მეღვინეობის მიმართულება ერთ-ერთი პრიოიტეტული სექტორია, ფაქტიურად მასზეა მიბმული ტურიზმის მიმართულება – ღვინის ტურიზმიც. როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის გავლენა განსხვავებულად აისახა ეკონომიკისა და ტურიზმის თანმდევ სექტორებზე, უფრო კონკრეტულად კი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესზე.

ვინაიდან ღვინის ადგილობრივი გაყიდვები დაკავშირებულია ჰორეკა მიმართულებასთან (ბიზნესთან, რომელიც აერთიანებს საკვებ ინდუსტრიას და ასევე იმ დაწესებულებებს, სადაც ხდება საკვებითა და სასმელით გამასპინძლება) კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით დახურულმა კაფე-ბარებმა, რესტორნებმა გავლენა იქონია და თავისთავად შეაჩერა ღვინის რეალიზაცია.

Covid 19 – ის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით შემოღებულმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და ონლაინ გაყიდვების დაშვებამ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის მიმართულებით მდგომარეობა მკვთრად ვერ შეცვალა, რაც თავისთავად აისახა ამ საქმით მიღებულ საერთო შემოსავალზე.

რაც შეეხება ზოგადად ღვინის ტურიზმის მიმართულებას (რომელიც დამატებითი შემოსავლის წყაროა საოჯახო მარნისთვის), რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ტურები მარანში და რომელიც მოიცავს ვენახისა და მარნის მონახულებას, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესწავლას, ღვინის დეგუსტაციებსა და სხვადასხვა სახის მასტერკლასებს, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ლოიალური მომხმარებლის მოპოვებას, ვირუსის გავრცელების შედეგად ჩაკეტილმა საზღვრებმა თავისთავად ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ ინდუსტრიაზე.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში იმართება ღვინის გამოფენა და სხვადასხვა ღვინის ფესტივალი. Covid 19 – ის პანდემიის ფონზე გაუქმდა უმნიშვნელოვანესი – “ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც ფაქტიურად სახალხო დღესასწაულია და რომლის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა, ახალი საოჯახო მარნების აღმოჩენა. ეს ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მარნებისთვის ახალი კონტაქტებისა და პოტენციური ექპორტიორების მოსაზიდად.

აქვე უნდა აღინიშნოს, ნატურალური ღვინი გამოფენა zero compromise, რომლის მიმართ ასევე დიდი ინტერესია. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოფენა ხელს უწყობს ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების ღვინის ექსპორტს ამერიკასა და იაპონიაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად შეცვალა რეალობა და დაგვანახა რომ, გაუქმებულ ფესტივალებთან ერთად, პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაშიც ექსპორტის მიმართულებით წინასწარ რთულია შედეგების პროგნოზირება.

რაც შეეხება შეფერხებას ვენახში ჩასატარებელ საგაზაფხულო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ამ მხრივ Covid  19 – ს გავლენა არ მოუხდენია.

შემცირდა თუ არა გაყიდვები?

Covid 19 ვირუსის გავრცელებამ პრობლემები არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს შეუქმნა, არამედ სერიოზული დარტყმა მიაყენა სხვადასხვა ინდუსტრიას, რამაც გავლემა მოახდინა გაყიდვების სფეროზე.

ღვინო საქართველოს ტრადიციისა და ისტორიული იდენტობის ნაწილია. ღვინის წარმოებასა და მასშტაბზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მევენახეობა – მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ, ამ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ ვაზის კულტურის გაშენების, ჯიშობრივი შემადგენლობის, საქართველოს ბუნებრივ – კლიმატური პირობების მრავალფეროვნებამ, რაც უშუალოდ დაკავშირებულია საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და რელიეფთან, განაპირობა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინით დაინტერესება. Covid 19 – ით გამოწვეულ პანდემიამდე, საქართველოში მეღვინეობის სექტორი ვითარდებოდა და იზრდებოდა როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე. საექსპორტო მიმართულებით ჩნდებოდა ახალი ქვეყნები, სადაც პარალელურად იზრდებოდა ჩვენი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელიც.  თუმცა ამ რეალობაში, იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ მოახერხოს ის, რომ კონკურენცია გაუწიოს ისეთ ქვეყნების , რომლებიც უკვე წლებია ღვინის ბაზრის ლიდერები არიან, აუცილებელია მეტი მცირე (საოჯახო) მარნის მიერ წარმოებული ღვინის გატანა საზღვარგარეთ.

Covid 19 – ით გამოწვეული პანდემიის პირობებშიც კი საჭიროა პირველ რიგში საექსპორტო ტემპის შენარჩუნება. ამისათვის აუცილებელია ღვინის პოპულარიზაცია, სახელმწიფო ხელშეწყობა და იმ უპირატესობის ხაზგასმა, რაც გამოარჩევს ქართულ ღვინოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მცირე მარნების პროდუქცია ლოკალურ ბაზარზეც არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე.

ღვინოზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სამომხმარებლო ბაზარი, ღვინის ტურიზმის მოთხოვნის ზრდა, გაყიდვების არხები. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღვინის ბაზარი მუდმივად არის დამოკიდებული მომხმარებლის გემოვნების ცვლილებაზე.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის და ამ მიმართულებით შემუშავებული ახალი საექსპორტო სტრატეგიების შემუშავება პანდემიის პირობებში წაადგება საექსპორტო ტემპის შენარჩუნებას.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ღვინის გატანასთან დაკავშირებით?

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში იზრდება როგორც ქართული ღვინის მიმართ ინტერესესი,  ასევე მისი  ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე, რასაც განაპირობებს სწორი მარკეტინგული აქტივობები  და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასააზრებელი და დასახვეწი, ვინაიდან უცხოელი მომხმარებლის მხრიდან სახეობებს შორის ინტერესი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ქართული ღვინო ჯერ კიდევ რჩება აღმოჩენის საგნად უცხოეთის განვითარებული ბაზრისთვის. ქვევრის ღვინო იზიდავს მომხმარებელს წარმოების კონცეპტუალური მხარეებითა და განსხვავებული გემოვნური მახასიათებლებით. თუ გავითვალისწინებთ პანდემიით გამოწვეულ გლობალურ კრიზისს,  ქართული ღვინის მიმართ ინტერესი არ კლებულობს, და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, დიდი გავლენა არ მოუხდენია გლობალურ პრობლემას, თუ არ ჩავთლით გადავადებულ საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებს.

იმისთვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, საჭიროა შევადაროთ განვლილი 2019 წლისა და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა. მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელი გახლდათ. ექპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მილიონ აშშ. დოლარია, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7 %-ით აღემატებოდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ 2020 წლის დასაწყისში ქართული ღვინის ღირებულების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი აღემატებოდა რაოდენობრიბ მაჩვენებელს, რაც ვიმედოვნებთ სამომავლოდაც განაპირობებს ქართული ღვინის ფასის ზრდის ტენდენციას.

რომ არა Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული  შეფერხება ექსპორტთან მიმართებაში, წლის დასაწყისში ქართული ღვინის  ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებისა  და იაპონია კანადის მიმართულებით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზეც კი მოდის პოზიტიური სიგნალები ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთის მხრიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები