LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავხადოთ პროდუქცია მიმზიდველი უცხოური ბაზრისთვის – FM ქოუჩი

6
couchinews45

 გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავხადოთ პროდუქცია მიმზიდველი უცხოური ბაზრისთვის – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი“ ბიზნესმენმა, „იასეს მარნის“ დამფუძნებელმა გოგიტა მჭედლიშვილმა ისაუბრა.

როგორ გავხადოთ პროდუქცია მიმზიდველი უცხოელი პარტნიორებისთვის?

ღვინო საქართველოსთვის ტრადიციისა და ისტორიული იდენტობის ნაწილია, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მასშტაბზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.  ადგილობრივ ბაზარზეც კი ღვინის გაყიდვების დიდი ნაწილი ტურისტებზე მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი წარმოება მიმზიდველი გავხადოთ უცხოელებისთვის.

ამისთვის უნდა შევეცადოთ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხარისხზე.  რადგან ევროპისა და ამერიკის ბაზარზე სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება ბუნებრივი, ბიო და ბიოდინამიკური ღვინო, ჩვენს შემთხვევაში ავირჩიეთ ბუნებრივი მეღვინეობა. ღვინო ვენახიდან იწყება, ხოლო იმისათვის რომ აწარმოო მაღალი ხარისხის ღვინო, საუკეთესო გადაწყვეტილებაა საკუთარი ვენახები.

ოგორ დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები?

უცხოურ ბაზარზე გასასვლელად ღვინის სააგენტო დიდ დახმარებას უწევს მცირე მარნებს.  გარდა იმისა, რომ სააგენტო ახდენს ღვინის პოპულარიზაციას, ასევე მარნებს ხელს უწყობს ღვინის გამოფენებზე მონაწილეობის მიღებაში, ხშირად ახდენს მცირე საოჯახო მარნების სადეგუსტაციო  ღვინოების ტრანსპორტირებას ევროპის ქვეყნებში. აღნიშნული კი ღვინის მწარმოებლებს გვაძლევს შესაძლებლობას დავამყაროთ ახალი ურთიერთობები. ღვინის პოპულარიზაციაში მონაწილეობენ სხვა სახელმწიფო უწყებებიც. აღსანიშნავია, რომ იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ხელშეწყობით 20 და 21 ივნისს იტალიაში ქ.რომში საქართველოს საელჩოში გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომლის მიზანია მცირე მარნების პოპულარიზაცია ევროპაში. რადგან ჩვენი მარანი აწარმოებს ბუნებრივ ღვინოს და ასევე არის ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მარანი,  უცხოელ იმპორტიორებთან ურთიერთობის დამყარებაში მარანს ასოციაციაც დიდ დახმარებას გვიწევს. მათი დახმარებითა და ხელშეწყობით მოვხვდით ამერიკის ბაზარზე.

ოგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი?

როგორც მცირე მარნებს, ასევე დიდ მწარმოებლებს სურთ საკუთარი კომპანიის წინსვლა და გაფართოება. მომხმარებლების რაოდენობის სტაბილური ზრდა კი ბიზნესის წარმატების უპირველესი წინაპირობაა.

უნდა ვიცოდეთ რა შედის მომხმარებლის ინტერესში, რით მივიქცევთ ყურადღებას და ყველაზე მნიშვნელოვანი, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტი. ვიაქტიუროთ ღვინის ფესტივალებსა და ღონისძიებებში, სოც.ქსელებსა და მედიაში, რათა გავზარდოთ მარნის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის პოპულარულობა ზრდის პროდუქტის ცნობადობას ქვეყანაში შემოსულ ტურისტებში, რაც შემდგომ ხელს უწყობს მათ ქვეყანაში უკვე იმპორტირებული და დახლზე განთავსებული ჩვენი ღვინო გახდეს მეტად გაყიდვადი.

როგორ შევფუთოთ პროდუქცია?

შეფუთვა და ეტიკეტირება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ღვინის ბარებსა თუ მაღაზიებში ასობით სახეობის ბოთლის ღვინოა განთავსებული. ამიტომ უნდა ვეცადოთ ეტიკეტი გამორჩეული, თვალში მოსახვედრი და ადვილად დასამახსოვრებელი იყოს. ხშირად ხდება, რომ მცირე მარნები დასაწყისში ცდილობენ მსგავს საკითხებში თანხების დაზოგვას, ვფიქრობ, ეს მცადრი ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია ეტიკეტზე საკონტაქტო ინფორმაციის დატანა, კლიენტს უნდა შეეძლოს მარანთან დაკავშირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები