LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ და რა გამონაკლისები არსებობს – იურისტის რჩევები

39
აბელ

როდის ხდება ქონება სადავო წყვილს შორის, რა პრობლემები ჩნდება განქორწინების შემდეგ, რა უნდა იცოდეთ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს – დღევანდელ გადაცემაში ადვოკატი აბელ გეგია პასუხობს ჩვენს შეკითხვებს.

–  ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ მოქალაქეები, რომლებიც განქორწინდნენ ან ამ პროცესში არიან

– ძირითადად, მომმართავენ კონსულტაციისთვის, თუ რა ფორმით შეიძლება დავეხმარო, როცა დგება განქორწინების საკითხი დღის წესრიგში. აქვე დგება საკითხი ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფაზე მეუღლეებს შორის, ქორწინების დროს შეძენილი ქონება იყოფა თანაბრად. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი მეუღლე მუშაობს და მას შემოაქვს შემოსავალი თუ როგორ. არის საგამონაკლისო შემთხვევები. შეიძლება ქალმა დააყენოს სასამართლოში საკითხი, რომ უფრო მეტი ქონება მიიღოს, თუ მასთან რჩება არასრულწლოვანი შვილები და სჭირდება, უფრო მეტი ფართი, თუმცა სასამართლო ინდივიდუალურად იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას. ზოგადად, რომ იცოდეს მსმენელმა, ქონება იყოფა თანაბრად. პრობლემა ხშირად ისაა, რომ როგორც წესი წყვილებს ერთად შეძენილი ქონება არ აქვთ. თ ჩუქებით აქვს მიღებული რომელიმეს, ეს ქონება არ იყოფა. პრაქტიკაში ხშირია, რომ მეუღლის მშობლების ქონებიდან ითხოვენ წილს, თუმცა ასეთი ქონების გაყოფა ვერ მოხდება. აქაც არის გამონაკლისები. თუ ერთმა მეუღლემ რემონტი გააკეთა და იმ ქონების ღირებულება გაიზარდა, შეიძლება გაზრდილი ღირებულების უკან დაბრუნება მოითხოვოს. ამისთვის აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს, მანამდე რა ღირდა და როგორ შეიცვალა ღირებულება.

ძირითადი წესი გასაგებია, რა არის ხოლმე საგამონაკლისო შემთხვევები, რასაც სირთულეებამდე მივყავართ

– სამოქალაქო კანონმდებლობაში არის ასეთი – საქორწინო ხელშეკრულება. თ წყვილი ელის მოწერას გადაწყვეტს, ეს უცხოეთში უფრო აპრობირებულია, წინასწარ დებენ ხელშეკრულებას და განსაზღვრავენ, ვინ რა  ქონებას მიიღებს.  პრობლემურია, როცა ერთ-ერთ მეუღლეს ბიზნესი აქვს, მაგ. შპს აქვს დარეგისტრირებული, აქვს შემოსავალი – სასამართლოში შპს-თან დაკავშირებული დავები პრობლემურია. შპს-ს წილი არ არის ხოლმე როგორც წესი ღირებული, თუ მასზე დამაგრებული არ არის რაიმე უძრავი ქონება. შპს-ს ქონების დაყადაღებას ერიდებიან ხოლმე, რომ მას რამე ზიანი არ მიადგეს. რაც შეეხება ზოგადად უძრავ ქონებას, ბინებს, აგარაკებს და ა. შ. შეიძლება მხარემ სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ყადაღის დადება. თუ ერთ-ერთი მეუღლე გაასხვისებს ამ ქონებას, მეორე მეუღლე კარგავს ამ ქონებაზე უფლებას. მას შეუძლია მხოლოდ მისი წილი – თანხობრივად ზიანის ანაზღაურება. განქორწინების საკითხი როცა დადგება, აუცილებლად უნდა მივიდნენ ადვოკატთან კონსულტაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები