LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შევხედოთ სირთულეს – FM ქოუჩი

11
გვაზავა

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა შევხედოთ სირთულეს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი” ქოუჩი ნინიკო გვაზავა ისაუბრებს.

როგორ უნდა შევხედოთ სირთულეს?

ნებისმიერ სირთულეს უნდა შევხედოთ როგორც გამოწვევას, რომელიც გვასწავლის და გვზრდის და გვაძლევს გარდაუვალ შესაძლებლობას  დავსვათ შეკითხვები და გადავიდეთ გააზრებულობის, ადამიანურობის მაღალ საფეხურზე.

სამყარო დგას იმ ღერძზე, სადაც მუდმივი ცვალებადობაა გამოწვევიდან განვითარებამდე, ჩვენი დავალება კი არის იმაზე გაცნობიერებულები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ამის ერთადერთი გზა არის იმ სტრესისა და გამოწვევის დაძლევა, რომელიც გვეძლევა როგორც გამოცდა.

რა ეტაპებს გავდივართ სირთულეების დროს?

სირთულის დროს სხვადასხვა ფაზებს გავდივართ, რაც თავისთავად სტრესია, სტრესი კი არის ჩვენი რეაქციაა გარე მოვლენებზე.

აქტიური ფაზა: ნეგატიური მოვლენების დროს – პირველ ეტაპზე გავრბივართ ან გვინდა თავდასხმა, ეს არის ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი. ამ დროს არ უნდა ჩვენს ტვინს დაიჯეროს მოცემულობა.

1.ადაპტაციის ფაზა მოისაზრებს მიმღებლობა-შეგუებას, რადგან სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს ეს ფაზა გრძელდება 48 საათიდან რამდენიმე დღე.

2.გამოფიტვის ფაზა – ჩვენგან მოითხოვს დახარჯული ენერგიის აღდგენას. ამის საუკეთესო გზა მედიტაცია, განმარტოება ბუნებაში, გარემოს შეცვლა. გამოსავალი ის არის, რომ სირთულე- იქნება ეს შიში, ტრავმა, შინაგანი განცდები, მას უნდა გავესაუბროთ…

  • არსებობს ტექნიკა, რომელსაც ეწოდება ასპექტიკა:სირთულეს პირველ რიგში მივცეთ სახელდება, შემდეგ მასთან იწყებ საუბარს : ვინ არის? რა ჰქვია? რა სურს შენგან? როგორი უნდა რომ იყო?  რას გასწავლის? ამ დროს ყოველთვის მოდის კარგი პასუხები (შენი თავის საუკეთესო ვერსიას გთავაზობს) წარმოდგენაში შენს თავს ასეთს წარმოიდგენ. ბოლოს კი ეუბნები თავდაჯერებით, რომ შენ უკვე ხარ ისეთი როგორიც მას სურდა და ახლა მიბრძანდეს შენი ცხოვრებიდან. ეს ტექნიკა 360 გრადუსით ცვლის იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგახარ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები