როგორ ვკონცენტრირდეთ მომავალზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა კახი კობჟანიძემ ისაუბრა.
როგორ გვეხმარება ქოუჩინგი ვკონცენტრირდეთ აწმყოზე?
ქოუჩინგი – 21 საუკუნის გონებრივი რევოლუცია – ასე დავარქმევდი ამ პროფესიას. თუ აქამდე უამრავი მეთოდი არსებობდა ადამიანის პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, დღესდღეობით ეს არის ყველაზე თანამედროვე, სწრაფი და ეფექტური გზა.
ქოუჩინგის პროცესი ორიენტირებულია აწმყოსა და მომავალზე და დაფუძნებულია კითხვების დასმის მეთოდით აზროვნების პროცესის გაძლიერებაზე, კრეატიულობის ჩართვაზე, საკუთარი სრული რესურსების მობილიზებაზე, ხედვების გაფართოებაზე, ფიქრების დალაგებაზე, მიზნების დასახვაზე, სამომავლო გეგმების შექმნაზე, ცხოვრების დანიშნულების პოვნაზე და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაზე – ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ? რა მინდა ცხოვრებაში? რისთვის მოვედი? რა არის ჩემი დანიშნულება? რა გავაკეთო დღეს, რომ გავაუმჯობესო ცხოვრება…
წარსულზე წუწუნის და ამისგან ტანჯვის, სანაცვლოდ ამ პროცესში ადამიანი კონცენტრაციას ახდენს აწმყოზე და მომავალზე და შემდეგ ბუნებრივია მოდის ენერგიაც, მოტივაციაც, სურვილიც, რომ განვითარდე, გაიზარდო და მოახდინო სრული ტრანსფორმაცია შენი გონების და შესაბამისად ცხოვრების…
სამყაროში მიმდინარე გარდატეხების ფონზე, გარემო ფაქტორების ზემოქმედების, უამრავი ნეგატიური ინფორმაციის შემოსვლის ფონზე ჩნდება შიშები, კითხვები, პრობლემები ნეგატიური იდეები, რომელსაც ადმიანი მიყავს სრულ გონებრივ არეულობამდე, რამაც შესაძლებელია დაგვასმევინოს მთავრი კითხვები: ვინ ვარ? რას ვაკეთებ? რატომ ვარ ასე არეული? მხოლოდ გარემო ფაქტორების ბრალია თუ ჩემიც?
სამყაროში მიმდინარე გარდაქმნების აჩქარებულის დღისწესრიგის გაზრდილი სტრესების ფონზე ადამიანი ითრგუნება იმატებს შიშები და იძირება ამ შიშების მორევში, ამიტომაა ქოუჩინგი ერთ-ერი საუკეთესო “წამალი” ასეთ დროს. სწორედ ეს არის გზა თვითგამრვკევიდან გათავისუფლებმამდე, ჰარმონიამდე საკუთარ თავთან და სამაყროსთან.
როგორ იწყება თვითგამორკვევა?
ადამიანები ყველაფერს ვიწყებთ თვითგარმოკვევით, თვითგამორკვევის მთავარი ტექნიკა მდგომარეობს ცხოვრებისეული ბალანსის პოვნაში, ჩვენი არსებული მდგომარეობაში, ვიზუალიზაციაში, სადაც სრულად ახდენ არსებული სტატუს ქვოს იდენციფიცირებას, ხედავ გამოწვევებს, სიძლიერეებს და სისუსტეებს, ამ ტექნიკას თავად მიყავხარ გამოცდილებს რეფორმირებამდე, სადაც ცდილობ შენი სურვილების სისტემატიზაციას და შემდეგ მის მართვას. ეს ყველაფერი გაძლევს მოტივაციას იარო გაბედულად ერთი ამოცანიდან მეორე ამოცანამდე, სანამ ბალანსი არ გასწორდება და სრულად არ დაეუფლები შენი ცხოვრების საჭეს.
რა მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ?
განვსაზღვრით დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილების განცდა და დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვები:
რამდენად კმაყოფილი ვარ დღევანდელი ცხოვრებით?
ჩამოვწეროთ ყველა ფაქტორი რითიც ვარ კმაყოფილი და უკმაყოფილო დღეს?
რა უნდა განვითარდეს ჩემს ცხოვრებაში?
რა როლი აქვს სტრესს ჩემს ცხოვრებაში და როგორ მოქმედებს ის?
როგორ გამოიყენოს სტრესი მის მამოძრავებელ ძალად?
თვითგამორკვევის პროცესში მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სხვადასხვა ასპექტების გაშლა და მათში ბალანსის პოვნა, მნიშვნელოვანია საქმე, შემოსავლები, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, გართობა, დასვენება, პიროვნული განვითარება ერთმანეთთან მოდიოდეს ბალანსში.
გადაცემის აუდიოჩანაწერი