LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პანსიონებში 900-მდე ბავშვი ცხოვრობს / ახლო მონაკვეთში, “ნატოსგან” განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ / “კვირის თემის” პოდკასტი

7
10 ივნისის კვირის თემა
  • პანსიონები და მზუნველობამოკლებული ბავშვების მდომარეობა საქართველოში
  • სტუმარი: თიკო ცერცვაძე, Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი

 

  • ნატოს სამიტზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ – როგორია ჩვენი ქვეყნისთვის ალიანსში გაწვერიანების პერსპექტივა
  • სტუმარი: ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

კვირის მთავარ საკითხებს გადაცემაში “კვირის თემა” ჟურნალისტი ნინი ხუგაშვილი სტუმრებთან ერთად განიხილავს.

 

 

ახლო მონაკვეთში, “ნატოსგან” განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ: ვიქტორ ყიფიანი

 

ნატო-ს ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გამოქვეყნდა განსახილველი საკითხები და დღის წესრიგი. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც. კერძოდ, საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, მოხვედრილია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავში, რომლის მიხედვითაც მსჯელობა უნდა გაიმართოს ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. როგორია ჩვენი ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა, “კვირის თემაში” საუბრობს ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.

 

 

ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ახლო მონაკვეთში, ნატოსგან განსაკუთრებულ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ, რადგან  დღეს არსებული ვითარება რადიკალურ გარღვევას, გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების განცდას არ ქმნის.

შეკითხვაზე რამდენად არის “ნატო” გაფართოებისთვის მზად, ან რამდენად მაღალია  ჩვენი ქვეყნის მზაობა ალიანსში გასაწევრიანებლად, ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ ამ კუთხით ჩვენ თანაბარ დონეზე ვართ.

“მე ვფიქრობ, რომ მზაობის კუთხით, ჩვენ და ნატო ერთდდ დონეზე ვართ, მაგრამ როგორც ჩვენ, ასევე ნატო იძლებულები ვართ, გარკვეულ ობიერქტურ გარემოებებს გავუწიოთ ანგარიში.

ვთვლი, რომ ნატო ძალიან ფრთხილი იქნება კიდევ რამდენიმე წელი, რომ მიიღოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებისკენ გადაწყვეტილება და რა გულსატკენიც ან მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ამას შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ობიექტური ახსნა.

ამიტომ ჩვენ ერთადერთი რაც გვრჩება არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყანაში რეფორმების გზით სვლა და გავაგრძელოთ ჩვენი ფუნქციონალური სარგებლიანობის მოძებნა რეგიონში.  უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ პარტნიორებს ნათლად დავანახოთ ჩვენი ფუნქცია და ჩვენი სარგებელი, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები თუ სხვა მიმართულება, და ეს პროცესი უნდა იყოს მუდმივი.”- განაცხადა “ჯეოქესის” თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა”

 

გადაცემა ვრცლად:

 

 

900-მდე ბავშვია პანსიონებში, სიღარიბის გამო ოჯახისგან მათი დაშორება არ შეიძლება: Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი

 

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით 900-მდე ბავშვია დიდი ზომის ინსტიტუციებში და მათთანაც მნიშვნელოვანია არსებობდეს გეგმა, როგორ მოხდება ჩანცვლება ოჯახური და თემზე დაფუძნებული ზრუნვით, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” Unicef-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელმა, თიკო ცერცვაძემ განაცხადა.

ის გუშინ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. გარდაიქმნება თუ არა პასნიონატი საოჯახო ტიპის სახლად, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია.

თიკო ცერცვაძის განცხადებით, ვიზიტის მიზანი დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის დაწყება იყო. სხვა კონკრეტული დეტალები არ შეთანხმებულა.

“ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აშენებას, მითუმეტეს ნინოწმინდის ტეიტორიაზე და იმ პერსონალის ჩართულობით, რომელიც ნინოწმინდაშია,  გაეროს ბავშვთა ფონდი არ განიხილავს. აქ საუბარია იმაზე, რომ შეფასდეს ბავშვები და მათი მხარდაჭერა დროულად განხორციელდეს. შესაძლებელი გახდეს მათი ოჯახებში დაბრუნება ან ოჯახურ გარემოში განთავსება. თანამშრომლობა დაიწყო ინსტიტუციონალიზაციის პროცესის თაობაზე. ბავშვთა უფლებათა კოდექსი ავალდებულებს სახელმწიფოს შექმნას დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”. – განაცხადა თიკო ცერცვაძემ.

 

 

“Unicef”-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუცია დაუშვებელია და არ შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს. მეტიც, თიკო ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავს ინსტიტუციებში ბავშვების მოხვედრისა და ოჯახისგან დაშორების მიზეზები სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რის გამოსასწორებლად, პრევენციის მიზნით, “Unicef”-ი სამომავლოდ სიღრმისეული კვლევის ჩატარებას აპირებს.

“დიდი ზომის დაწესებულებები არ არის კეთილსაიმედო გარემო ბავშვებისთვის. ინსტიტუციური ზრუნვა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ვერ ხერხდება ინდივიდუალური ზრუნვა და საჭიროებებზე ფოკუსირება.

ასეთი დაწესებულება ვერ ამზადებს ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ვერ აძლევს იმ უნარებს, რაც მათ სჭირდებათ. საერთაშორისო სტანდარტი ცალსახად ამბობს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არ უნდა არსებობდეს და ისინი უნდა ჩანაცვლდეს ოჯახური სერვისებით.

ბავშვის დაშორება ოჯახისგან არ შეიძლება მოხდეს ისეთი გარემოს გამო, როგორიცაა სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს დაუშვებელი გარემოებებია. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციებში სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო ხვდებიან. ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ”.- აღნიშნა ცერცვაძემ.

“Unicef”-ის სოციალური მომსახურებების პროგრამის ხელმძღვანელი “ფორტუნას” ეთერში ეხმაურება „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვსაც იმის თაობაზე, თითქოს World Vision-მა და გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამინისტროს და საპატრიარქოს შესთავაზეს „იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლი აქციონ მცირე საოჯახო ტიპის სახლებად და ასე შეინარჩუნონ პანსიონატი“.

კატეგორიულად ვუარყოფთ, UNICEF-ს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოა – გაეროს ბავშვთა ფონდი ანა არგანაშვილს პასუხობს

“გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია არის, რომ ბავშვები არ უნდა იზრდებოდნენ დიდი ზომის დაწესებულებებსა და ინსტიტუციებში. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რასაც კონვეცნია გვეუბნება და ჩვენც წლებია ადვოკატირებას ვუწევთ ამ პრინციპს.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან იწყება. რაც შეეხება ნინოწმინდის კონტექსტს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. ვიცით, რომ ნაწილი გამოყვანილია პანსიონიდან, თუმცა მათთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან მათთვისაც დრამატული ცვლილება იყო. ახლა მთელი რესურსი და ყურადღება უნდა გადავიდეს იქითკენ,რ ომ ვინც ოჯახში დაბრუნდა, ყველაფერი გაკეთდეს ამ ოჯახების გაძლიერებისთვის, რათა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ არ გახდეს მათი ინსტიტუციონალიზაცია ან ოჯახთან დაშორება საჭირო

ძალიან მნიშვნელოვანია ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების შეფასება, მათი ოჯახების მდგომარეობის და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, შესაძლებელია თუ არა მათი ოჯახებში დაბრუნება. Unicef-ისთვის ეს არის პრიორიტეტი.

პირველ რიგში, ყველა რესურსი უნდა წარიმართოს იმისკენ, რომ ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში, ამისათვის საჭიროა ამ ოჯახებთან კონტაქტი, მუშაობა, მათი გაძლიერება. სადაც ეს შესაძლებელი არ არის, საჭიროა ისეთი ტიპის მომსახურებებში გადაყვანა, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩვენი რეკომენდაციით ეს არის მინდობითი აღზრდა, რადგან ეს არის ოჯახური გარემო. მას შემდეგ რაც ყველა რესურსი ამოიწურება, ჩვენ ამ პრიორიტეტს ვუჭერთ მხარს”- განაცხადა თიკო ცერცვაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

ცნობისთვის, 8 ივნის UNICEF-მა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს მთავრობას რათა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მთავრობას ბავშვების ოჯახურ ზრუნვაში გადაყვანის პროცესში დაეხმაროს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები