LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება, ბინის მეპატრონემ ვერც კი გაიგოს, მის სახლში არსებული ნივთები ისე დააყადაღოს აღსრულების ბიურომ” – ეკა ლომიძე

16
293365460_5330270863754030_8801762940115026651_n

მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლი და სჭირდებათ პირადობის მოწმობა, როგორც ირკვევა, ფაქტობრივად ამას ვერ მოახერხებენ. უფრო მეტიც, იუსტიციის სახლში მისულ პირებს ეუბნებიან, რომ შეუძლიათ, დიასახლისის ნებართვის გარეშე, ორი მოწმის თანხმობით შეგიძლიათ ამ ბინაში ჩაწერა. რა პრობლემებს უქმნის ეს ბინის მეპატრონეს და მეორეს მხრივ რა ქნან მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი და სჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ თემაზე ჩვენთან კომენტარი “სი ელ ესის” მმართველმა პარტნიორმა ეკა ლომიძემ გააკეთა.

თუ მოქალაქემ ბინა სამ თვეზე მეტია იქირავა, შეუძლია, თქვენი თანხმობის გარეშე ჩაეწეროს – რა პრობლემები ექმნებათ ბინის მეპატრონეებს და რა შემთხვევაში დააყადაღებენ თქვენს ნივთებს

ჩვენს შეკითხვაზე , რა არის მთავარი პრობლემა ან პრობლემები ამ საქმეში, ლომიძემ გვიპასუხა:

“ერთი პრობლემაა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, თუ საცხოვრებელი არ გაქვს, პირადობის მოწმობას ვერ აიღებთ, ეს რეალურად კანონის ხარვეზია და კარგი იქნება თუ ოფიციალური უწყება იტყვის, ეს რატომ ხდება ან რაიმე ალტერნატივა რატომ არ არის  და მეორე პრობლემაა შემდეგი – თუ ნამდვილად ცხოვრობთ კონკრეტულ ბინაში სამ თვეზე მეტია, თქვენ კანონი გაძლევთ საშუალებას ბინის მეპატრონის გარეშე ორი მოწმის საფუძველზე ჩაეწეროთ იმ ბინაში. ეს კანონიერია და ვერავინ ვერაფერს იზამს, თუმცა კითხვა ისმის, არის თუ არა ეს ბინის მეპატრონის საკუთრების უფლების შელახვა”. 

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ბინის მესაკუთრეს, თუ აღმოაჩენს ერთ დღეს, რომ მის ბინაში დამქირავებლები არიან ჩაწერილები. 

შეიძლება ბინის მეპატრონემ ვერც კი გაიგოს, მის სახლში არსებული ნივთები ისე დააყადაღოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. თუ თქვენს ბინაში ჩაწერილია პირი, ვისაც აქვთ გარკვეული დავალიანება, ყველაფერი – ქვითარი იქნება თუ ჯარიმა, მიდის ჩაწერის მისამართზე. თუ საქმე აღსრულებამდე მივიდა, ბიუროს აქვს უფლება, მივიდეს მითითებულ მისამართზე და სახლში არსებული ნივთები დააყადაღოს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ბინის გაქირავებამდეც და შემდეგაც პერიოდულად ამოწმოთ დამქირავებელი, ყურადღებით იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მტკიცება, რომ ბინაც და ნივთებიც ნამდვილად თქვენია.

აბსოლუტურად გასაგებია ის პრობლემაც, რომ ადამიანს თუ არ აქვს საცხოვრებელი, მაშინ როგორ უნდა აიღოს პირადობის მოწმობა. ეს საკითხი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეხება და საინტერესოა, რა ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ. არის შემთხვევა, როცა პირი იმ მისამართზე არ ცხოვრობს და ორ მოწმესთან ერთად იტყუება. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია”.

იურისტი ყველა მსმენელს ურჩევს, ბინის გაქირავებამდე დამქირავებელთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს, შეამოწმოს ეს პირი მოვალეთა რეესტრში და შემდეგ, ასევე პერიოდულად ამოწმოს დამქირავებლის სახელზე ხომ არ გაჩნდა რაიმე სახის დავალიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები