LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო კვლევები, შიდაპოლიტიკა და გენდერული კვოტირება პარლამენტში / კვირის თემის პოდკასტი

3
კვირის თემა 24,06,2021
  • კვლევები, ახალი საპროცენტო ბარიერები და წინასაარჩევნოდ „გადალაგებული“ ქართული პოლიტიკა – “კვირის თემის” სტუმარია მამუკა გამყრელიძე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი

  • რას ცვლის გენდერული კვორიტება და რატომ უჭირთ კაცებს ქალებისთვის პოლიტიკური სივრცის დათმობა?  – სტუმრად ნინი ხუგაშვილთან მაია კუპრავა , “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”-ს გენდერის ექსპერტი და “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის” სამუშაო ჯგუფის წევრი და გენდერული თანასწორობის ქსელისკოორდინატორი

 

“არ შეიძლება ამ კვლევების ნდობა” – გამყრელიძე

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კვლევების ნდობა, რადგან არ ასახავს იმ სიტუაციას, რაც არის, – ასე ეხმაურება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას — საქართველოსთვის.

როგორც მამუკა გამყრელიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, ქართველებს გადაწყვეტილების ბოლო მომენტამდე შენახვა ან დამალვა ახასიათებთ, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები არ ასახავს რეალურ მოცემულობას.

“მე მიწევდა არჩევნებზე სიარული, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ უეჭველი თქვენ მოგცემთ ხმას და აღმოჩნდა, რომ იმ უბანში ამას გვეუბნებოდა ყველა, მაგრამ ხმას არავინ გვაძლევდა.

ქართველებს ახასიათებთ გადაწყვეტილების ბოლო მომენტამდე შენახვა ან დამალვა. კაცმა არ იცის, რით არის ეს გამოწვეული, შიშით თუ უბრალოდ უხერხულობით. სამწუხაროდ, მკვეთრად არ გამოხატავენ განწყობას. შესაბამისად, დაზუსტებით თქმა, რომ ეს ნამდვილად ასახავს რეალურ სიტუაციას, არ შემიძლია”- აცხადებს გამყრელიძე “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, მმართველი გუნდის 32%-იანი მხარდაჭერა არარეალურია. ამასთან, აღნიშნავს, რომ კვლევების შედეგებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის პოზიციას იზიარებს.

IPSOS-ი ჩემს პირად რეიტინგს მალავს: ვაშაძე

“32%-ი ძალიან ბევრია, რადგან მართლაც რთულ მდგომარეობაშია “ქართული ოცნება”. ამდენი თუ აქვთ, ამას დავუმატოთ, როგორც მინიმუმ 15%-ი ადმინისტრაციული რესურსი და  გამოდის 47%-ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არჩევნებზე იმ ბარიერს გადალახავენ, რაც დაუწესა შარლ მიშელის დოკუმენტმა (43%-ი) და გაიმარჯვებენ. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ რა მაგარია,  32% აქვთ არ შეიძლება. ამას დავინახავთ არჩევნებზე. არ მჯერა IPSOS-ის კვლევების და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგი ვაშაძეს.

გიორგი ვაშაძე ახლა არის ზეაქტიური. ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს ცნობადობის ნაწილში. ჩემი დიდი პატივისცემა „გირჩს“, მაგრამ „გირჩს“ რომ მეტი ჰქონდეს უბრალოდ, არ მჯერა. ამ მომენტში გიორგი ვაშაძე არის სუპერ აქტიური, არც ბიძაშვილია ჩემი და არც არაფერი, მაგრამ არ მჯერა ამ კვლევის”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

 

 

“ვფიქრობ, პატარა ავანტიურაა სააკაშვილის მხრიდან, რომ გახარიას ხმები დააკარგვინოს”

 

რაღაც პატარა ავანტიურაა სააკაშვილის მხრიდან, რითიც აუცილებლად დააკარგვინებს ხმებს გიორგი გახარიას,- ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშინგტონში სააკაშვილსა და გახარიას შორის გამართულ სავარაუდო, კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? – სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები

როგორც გამყრელიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, პოლიტიკაში ინტერესთა კვეთა ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს შეხვედრა შესაძლებელია ყოფილიყო პოზიტიური ან ნეგატიური თვალსაზრისით.

დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ – გახარიამ დაადასტურდა, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც სააკაშვილი

“შეიძლება, საერთოდ არ ყოფილიყო არანაირი შეხვედრა, მაგრამ ხალხის თვალში იმის წარმოდგენა, რომ გახარია სააკაშვილთან რაღაც ბმაში შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ხმებს დააკარგვინებს გახარიას. რაღაც პატარა ავანტიურაა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ ჩვენ ერთად ვართ, რითიც მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დააკარგვინებს ხმებს გიორგი გახარიას”. – განაცხადა მამუკა გაყრელიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

გადაცემის წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, კონკურენტად აღიქვამს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ახალგაჩენილ პარტიას, გამყრელიძე პასუხობს, რომ ” ნემისმიერი ახალი პარტია ოპოზიციურ ფლანგზე ყველასათვის კონკურენტია”, თუმცა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს არ მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევს.

“არანაირი ინტერესთა კვეთა არ არსებობს, “ოცნებას“ აწყობს ახალი მითები გაუშვას” – უდუმაშვილი გახარია-სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ძალიან სერიოზული ბრახა-ბრუხით, ხმაურით შემოვიდა გახარია და ჯერ-ჯერობით, უფრო მშვიდად არის, ვიდრე ველოდებოდით. არ ვთვლი, რომ გიორგი გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევს. “ოცნება” ბუნებრივად კარგავს ხმებს, რადგან დიდი ხანია რაც ხელისუფლებაშია. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს ხმები სადღაც უნდა წავიდეს.

გახარია პრინციპში შეისრუტავს იმ ხმებს, ვისაც აღარ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”. შუაში, რაღაც ხმების რაოდენობას, საკმაოდ მსუყე ნაწილს გახარია წაიღებს. ასეთ სიტუაციაში დაზარალდება „ლელო“და „სტრატეგია აღმაშენებელი”.- აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ, თუმცა აქვე დასძინა, რომ სააკაშვილის იმავე სასტუმროში გამოჩენის შემდეგ, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” იხეირებს, რომელიც მისივე შეფასებით, გახარიას პარტიის პირდაპირი კონკურენტია.

მესამე ძალა უფრო ეკლიქტური წარმონაქმნი შეიძლება იყოს. ეს ორი დიდი დაპირისპირებული მონსტრი “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” სახით, წლების განმავლობაში, მუდმივად ერთმანეთს ასულდგუმლებენ და ნელ-ნელა შუა ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა, ძალას იკრებს და უფრო მეტი პარტია ჩნდება. მრავალფეროვნებისთვის ეს ძალიან კარგია და მხოლოდ მისასალმებელია”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

მცირე პარტიების რეიტინგი და საარჩევნო კანონმდებლობა

 

საარჩევნო კანონმდებლობა უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია – განაცხადა გამყრელიძემ “კვირის თემაში” სტუმრობისა და აღნიშნა, რომ “ეს არის კანონი, რომელიც დაწერილია იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ხელისუფლებამ და პარლამენტში მოქმედმა პარტიებმა მიიღეს, როგორც ვენეციის კომისიებისგან, ასევე ეუთო/ოდირისგან. მოკლედ, შეჯერებული დოკუმენტია.

100%-ით რაღაცების გათვალისწინება ვერ ხდება, მაგრამ ძირითად მტკივნეულ საკითხებზე სერიოზული გადაწყვეტილებაა მიღებული. მაგალითად, ცესკოში პარტიებს აქვთ გაზრდილი წარმომადგენლობა – 6-დან 9-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სერიოზული მომენტია ის, რომ ცესკო-ს თავმდჯოამრის მოადგილედ პარტიული კანდიდატი დაინიშნება და ვთქვათ, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ მიიღებს რაღაც პროცესში, მის მოვალეობას შეასრულებს პარტიული წარმომადგენელი, მოადგილე, რომელიც იქ იქნება. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რატომ არის ცუდი, რომ ბარიერი 20% იყო და ახლა 40%-ი გახდა.”

 

რაც ცვლის საარჩევნო კანონმდებლობა

 

მამუკა გამყრელძე ფიქრობს, რომ  საარჩევნო კანონდებლობის ცვლილებით, რომელიც თვითმმართველობის არჩვენებზე ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციურ კანდიდატებს 40%-იან ბარიერს უწესებს, გამიზნულია იმისკენ, რომ “შემთხვევითი კაცი არ უნდა მოხვდეს. საკმაოდ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ. 40%-ის აღება ასე მარტივი არ იქნება. 50%-ი ჯობდა და მეც მომხრე ვიქნებოდი, მაგრამ ყოველთვის ყველაფრის გათვალისწინება არ შეიძლება. ამაზე თანხმდება ყველა ოპოზიციური პარტია. ამ კანონის დაწერა საერთო შეჯერების საფუძველზე მოხდა და ახლა ვნახოთ, მიიღებენ თუ არა მეორე მოსმენით მიიღებენ და რამე თუ შეიცვლება.

რა თქმა უნდა, ეს შანსებს უჩენს მცირე ოპოზიციურ პარტიებს. როდესაც წარმომადგენლობა უფრო მეტ პარტიას ჰყავს, ეს ბევრად უფრო მძლავრი ინსტურმენტია ოპოზიციის ხელში. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციური პარტიები უკეთეს სიტუაციაშია . სამწუხაროდ, ადმინისტრაციული რესურსი ყველა ხელისუფლების პირობებში შევარდნაძის თუ სააკაშვილის დროს, ყოველთვის იყო. ეს არის ჩვენი ჩანასახოვანი დემოკრატიის თავისებურება.”

 

 

რა ფორმით მიიღებენ “ევროპელი დემოკრატები” არჩევნებში მონაწილეობას

 

მამუკა გამრელძის განცახდებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.” ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი პარტია, რომ მთლიანად მოვედოთ მთელ საქართველოს და ყველგან გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი,მაგრამ ვიცით რეგიონებში რა შესაძლებლობები გვაქვს. სწორედ ამ რეგიონებში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას. ეს არის სამხრეთ საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.

წერტილოვანი კამპანია გვექნება. სხვებივით ვერ დავიწყებთ ბაქი-ბუქს. გარდა ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დიდ ქალაქებში მივიღებთ მონაწილეობს. რესურს უფრო რეგიონებში გამოვიყენებთ. ჯერ ყველაფერი წინ არის. რაც შეეხება ამომრჩეველს, კონსერვატორები იქნებიან, ის ადამიანები, ვისაც ქვეყნისთვის ღირებული ფასეულობები გააჩნია.

ჩვენ ვართ ზუსტად ის კონსერვატორები, რომელმაც მიიღეს ლიბერალური ფასეულობები.

ლიბერალიზმი სწორედ კონსერვატორების შემოტანილი იდეოლოგია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სეგმენტი გვინდა დავიკავოთ. ჩვენ დასავლური ტიპის შეხედულების, მშვიდი, წყნარი, ინტელექტუალური ადამიანების გულები გვინდა მოვიგოთ.

 

საქართველო მსოფლიოს ფოკუსში და საგარეო ასპარეზი

 

იმ ფასად, რაც ფასადაც იქნა მიღწეული საერთაშორისო ყურადღება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სრულად არ მომწონს ის, რომ რაღაც დოკუმენტი შეიქმნა და ვიღაც გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ და როგორ არა – ამბობს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი “ფორტუნას” ეთერში.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ უმწიფარი დემოკრატიის პიროებებში ვიმყოფებით და არ შეგვიძლია თავად ვმართოთ პროცესები. ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთისთვის რაღაცების დათმობა. მარტო ჩემი გავიდეს, ეს დემოკრატია არ არის, ეს არის სწორედ დიქატატურა.

სამწუხაროდ, ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. ის ყურადღება, რომელიც ჩვენ დასავლეთისგან უნდა მივიღოთ, ეს არის სახელმწიფოს სწორი ნაბიჯებით გადადგმული ყურადღება. ანუ ჩვენ ვიყოთ ყურადღების ცენტრში იმ სწორი ნაბიჯებით, სიკეთეებით, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს. თუნდაც ეს იყოს, სამხედრო განვითარების თვალსაზრისით.

ვისურვებდი, რომ არამარტო ნატოზე და ევროკავშირზე ჩამოვეკიდოთ, არამედ ვეძებოთ მხარდამჭერები იმ არეალში, რომელიც ჩვენს გარშემოა და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი როლი მედიაციის პროცესებში.

ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში ვეძებოთ დასაყრდენი, ეს იქნება ისრაელი, თურქეთი თუ ირანი.

ირანთან მივიღოთ მონაწილეობა მათი დასავლეთან ურთიერთობის გადასალაგებლად გარკვეულ საკითხებში. ჩვენ ჯერ შორს ვართ, ძალიან შორს ვართ ევროკავშირისგან. ამიტომ საჭიროა ჩვენი წონის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

დამიჯერეთ, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები, რომ ქალებს წინ აღუდგნენ, ყურით მოთრეული საკითხია: მამუკა გამყრელიძე გენდერულ კვოტაზე

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემის შეცვლას, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ, “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე გამოეხმაურა.

„მატყუარა კაცების პარლამენტი“ – ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის აივნიდან პლაკატი გადმოფინეს

როგორც მან აღნიშნა, ქალების გაძლიერებას ყველა ასპექტში მიესალმება, თუმცა დასძენს, რომ საკითხს მეორე მხარეც აქვს.

მამუკა გაყრელიძის განმარტებით, გენდერული კვოტის სისტემა “ყურით მოთრეული” საკითხია ქართულ პოლიტიკაში.

შეურაცხმყოფელია, საერთოდ, არ ვემხრობით არანაირი კვოტირებას,შემოვლითი გზაც ვიპოვეთ: მეგრელიშვილი

“საქართველოს მოსახლეობაში ქალების წილი ძალიან აქტიური მონაწილეობით ხასიათდება. ქართველი ქალები სოციალურად აქტიურები, ენერგიულები არიან. ისინი დღეს, რეალურად ლიდერებად არიან წარმოჩენილები, ოჯახებსა და სამსახურებშიც.

მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორუფლებიანობაზე, რომელ გენდერულ კვოტაზე ვლაპარაკობთ? მაინც რაღაც ყურით მოთრეული მგონია – შენ გახდი პოლიტიკოსი და დაჯექი აქ. თუ ეს ქალებისთვის მისაღებია, ოქეი, მაგრამ მე მირჩევნია მარგარეტ ტეტჩერისნაირები გამოჩნდნენ და კაცები უბრალოდ ვერ შეეწინაღმდეგებიან, კაცები არ არიან ისეთი ძლიერები, რომ ქალებს წინ აღუდგნენ, დამიჯერეთ. რაც „გირჩთან“ მოხდა, არ მომეწონა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ქალების გაძლიერებას მივესალმები ყველა ასპექტში”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

რას ცვლის გენდერული კვორიტება და რატომ უჭირთ კაცებს ქალებისთვის პოლიტიკური სივრცის დათმობა?

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტირების სისტემის შეცვლა იგეგმება, რომლის მიხედვითაც პარტიებს პროპორციულ სიებში სავალდებულო წესით ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ჩასმა მოუწევთ.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მონაცემებით, ჩანაწერი “ყოველი მესამე” მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობას გარანტირებულად უზრუნველყოფს მხოლოდ 20-21%-ით. “ყოველი მეორე” ჩანაწერის დატოვება კი კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა გენდერულ თანასწორობას და ქალების 33%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში – პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებას, უკმაყოფილება და დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორისგან, ასევე პოლიტიკოსები ქალებისგან. ხელისუფლება კი თვლის რომ თანაფარდობის გარდა, “პრაქტიკულად არაფერი იცვლება”.

საქართველოში გენდერული კვოტირების ცვლილების შესახებ “კვირის თემაში” მაია კუპრავამ ისაუბრა – “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”-ს გენდერის ექსპერტმა და “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის” სამუშაო ჯგუფის წევრმა.

 

 

საქართველოს პარლამენტში კვოტის მექანიზმის ამოქმედება ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყო ბოლო შეიძლება ითქვას, 21 წლის განმავლობაში, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მუდმივად ცდილობდნენ ამ თემის წინ წამოწევას.

საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ ჩვენი ახირება არ არის – ამბობს მაია კუპრავა “ფორტუნას” ეთერში და დასძენს ” ჩვენ დაჟინებით ვთხოვდით პარტიებს, რომ შიდა დემოკრატიზაციის ხარიხსი ისე აეწიათ, რომ ქალებს პარტიაში შესაძლებლობა მისცემოდათ თავად დაწინაურებულიყვნენ და ეს არ ყოფილიყო გარკვეული განსაკუთრებული რჩეული ქალების ხვედრი.

ჩვენ ვიცით, რომ ქალები კვოტირების გარეშეც ხვდებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არის სამართლიანობის საკითხი, რომელიც თანასწორობას უზრუნვეყოფს. აქ საუბარია იმ ქალებზე, რომლებიც პარტიის წევრები არიან ან არ არიან და სურთ, რომ გახდნენ. ამიტომ ცვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც აირჩიეს ეს გზა.

ეს იყო ხანგრძლივი შრომა. ორჯერ შევიტანეთ პარლამენტში ინიციატივა 2008-ში და 2017 წლებში. პირველ შემთხვევაში ეს იყო 32 400 ამომრჩევლის ხელმოწერით დაზუსტებული და ეს კოლოსალური შრომა იყო ნამდვილად. პარლამენტი ყოველ მეოთხეს ურეკავდა და ამოწმებდა იცოდა თუ არა მან ამ კანონპროექტის შესახებ.

ამ 32 400-დან ერთმაც თუ დააფიქსირა, რომ არ იცის რას მოაწერა ხელი, კანონპროექტის განხილვა არ ხდება. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ.

2008-ში საერთოდ არ მოხდა ამის განხილვა. პირველ მაისს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, შემდეგ აგვისტოს ომი მოხდა და საერთოდ, მძიემ პერიოდი დაემთხვა. ყოველთვის როდესაც ეს საკითხი გაგვაქვს უცნაური სიმძიმეები გვხდება. ესეც გასაგებია, რომ ქვეყანას ყოველთვის და ხშირად უჭირს და არა კვოტირების მექანიზმთან დაკავშირებით.

2017 წელს 37 ათასზე მეტი ხელმოწერა შევიტანეთ. მაშინ, სამწუხაროდ, 9 ხმა დაგვაკლდა, რომ გასულიყო ეს კანონპროექტი.

დღევანდელი კვოტირებისგან განსხვავებით ჩვენი მოთხოვნა იყო ყოველი მეორე, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ასევე, პარლამენტში. ეს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ სიას ეხებოდა.

საერთოდ, როდესაც ამ კანონპროექტზე ვსაუბრობთ აქცენტი კი კეთდება ქალებზე, მაგრამ ეს გენდერული თანასწორების მიხედვით, ეს ყველა სქესს ეხება. ეს კანონი არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც იცავს.

 

“ჩვენ დღეს უკან გადავდგით ნაბიჯი”

 

ჩვენ შევეცადეთ დაგვეფიქსირებინა პროტესტი იმ რეგრესის მიმართ, რომელიც განიცადა ამ კანონპროექტმა ისე, რომ ჯერ არც ამოქმედებულა. ის პრაქტიკაში ჯერ არ განხორციელებულა, ამიტომ მისი გზიდან ასე ჩახსნა, ჰგავს იმას, რომ რაღაც უნდა გადმოგიდოთ და მოდით ამას გადმოგიდებთ, ეს ყველაზე ადვილი დასათმობია სააჩევნო კოდექსში ჩემთვის.

ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და თქვენ იცით, რომ ეს მოხდა მალულად, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა „ქურდულად“. მათ შუაღამისას, 03:40 წუთზე გამოიტანეს გენდერული თანასწორობის მიმართულებით გადადგმული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იყო წარმოუდგენელი.

ჩვენ დღეს უკან გადავდგით ნაბიჯი, კანონშივე წერია, რომ 2024-შიც იქნება 20, მაგრამ უკვე მაჟორიტარები აღარ გვეყოლება და პროპორციული იქნება.

 

“კაცებს უჭირთ დათმობა”

 

მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ კაცებს უჭირთ ქალებს დაუთმონ პოლიტიკური სივრცე.

უკანასკნელმა წლებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის პარლამენტი დასაქმების ადგილია. ჩვენ ვიცით, რომ საკანონმდებლო ორგანო არის დაუღალავი შრომა ჩვენი მოსახლეობისთვის, მაგრამ ჩვენ ვაწყდებით საპირისპიროს. თავის ტყავზე მორგებული პარლამენტის დათმობა მათ რა თქმა უნდა, უჭირთ.

რა თქმა უნდას, იმიტომ არ ვამბობს, რომ ეს მესმის. საერთოდ არ მესმის. მიკვირს ვის უნდა პარლამენტში წასვლა იმ დროს, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ.

ეს ძალიან რთულია, როგორ არ უნდა ფიქრობდე იმაზე, რომ 4 წლის განმავლობაში საერთოდ კარგავ მოსვენებას. უნდა იფიქრო შენი 3 მილიონ ნახევრიანი მოსახლეობის ყველანაირ პრობლემაზე. წარმოიდგინეთ, ამისთვის იღწვის მთელი პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ის ნაწილი, რომელიც მართლაც ადამიანების პრობლემებზე არიან ორიენტირებული, ფონს ვერ გადიან.

იცით, რომ ვისაც უმრავლესობა ეკუთვნის პარლამენტში ის წყვეტს ყველაფერს. სამწუხაროდ,  არასდროს პარლამენტში არცერთი უმრავლესობა არ აღმოჩნდა, რომელსაც ხალხის პრობლემა ადარდებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა პარტიასთან და ვფიქრობთ, როგორ შევუწყოთ ხელი მათ დემოკრატიზაციას. ამისკენ ერთ-ერთი ნაბიჯი სწორედ არის ქალებისთვის ადგილის არა მიჩენა, არამედ ქალების გვერდით ყოფნა. სწორედ ასე შეძლებენ პოლიტიკური პარტიები ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლას.

 

რაც ცვლის გენდერული კვოტირება

 

საზოგადოებას ნუ გადავაბრალებთ იმას, რომ ისინი ვერ ხედავენ გენდერული კვოტირების მნიშვნელობას. ციფრებად რომ წარმოვიდგინოთ, 20-25%-მდე როცა არის ქალთა წარმომადგენლობა აბსოლუტურად იცვლება ქვეყნებში სოციალური მდგომარეობა.მათ აქვთ შედარებით მეტი უნარი, როდესაც რაოდენობრივად მეტნი არიან, სოციალური პროგრამები წამოწიონ – ეს არის ჯანდაცვის, მარტოხელა მშობლების, ბავშვთა უფლებები. ვგრძნობთ, რომ სოციალური გარემო იცვლება. ხოლო როდესაც ჩვენ ვაღწევთ 50-50%-ს იწყება ქვეყნის კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრება.

ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ოჯახის დონეზეც რომ დავიყვანოთ, სადაც ორივე იღწვის იმისთვის, რომ უკეთესად იყოს, ამას გაცილებით ადვილად აღწევენ.

ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ის, რომ ჩვენ არ ვენდობით კაცებს ეპყრათ თავიდან ბოლომდე სადავეები ხელში, ამის ნათელი მაგალითია, განვლილი 30 წელი. ყველაფერი რაც დაიწყო და აღარ დასრულდა არის სწორედ ასეთი გადაწყვეტილების შედეგები.

თუ ჩვენ შევეცდებით, ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის აზრის მოსმენას, შევძლებთ უკეთესი საქართველოს აშენებას და ჩვენი მოქალქეები შეძლებულები და თავიანთი ცხოვრების მმართველები გავხადოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები