ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ მოძალადეებს, რომლებიც 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისთან ბაღათურიას და მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ.

სხდომაზე მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.

„როცა ბრალდებულებს ვუსმენ და ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ვემორჩილები კანონს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებიც, მეც, მედიის წარმომადგენლებიც, სასამართლოც, ვემორჩილებით კონსტიტუციას,“ - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე გიზო უბილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 5-6 ივლისისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ, დარბაზში მიმდინარე პროცესის პარალელურად ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია.“

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.