მარტში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 16%-ით, 1 399 ერთეულამდე გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში 230%-ითაა გაზრდილი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19%-იანი და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  

უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-იანი, ეკონომ სეგმენტში კი 37%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც შეეხება პრემიუმ ტიპის ბინებს, მათი ტრანზაქციები 15%-ით გაიზარდა.