„ეს არის მათი დამოკიდებულება, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოზე საქართველოს დროშა გამოსახული - ამაზე გასცენ პასუხი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის ფასადზე, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის შენობის ფასადზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.