"კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა" - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
"თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა" - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
"ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - აღნიშნულია მიშელის "ტვიტში".
"დღეს ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას, მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია" - აცხადებს მეცოლა.
"გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!" - წერს გოგლა ჟვანია.
"თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას" - აღნიშნავს სანჩესი.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
"ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“