ამჟამად საქართველოს 33-ვე მოქალაქე ევაკუირებულია, თუმცა ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები არიან.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან კაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით“.
კონფლიქტის ზონიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი.
საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება.
„მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოლქალაქეებთან, რომლებიც სუდანის დედაქალაქში ხართუმში იმყოფებიან“ - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
"უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის"
უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ცნობილი არ არის.
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება.