ვითარება იცვლება, ნატო იქნება გაცილებით აქტიური და ამავდროულად, საქართველოდანაც უნდა იყოს შემხვედრი აქტიურობა ნატოს მიმართულებით. ახლა გვჭირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
"უკრაინა კი ჯერ არ არის მზად განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა."
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკრაინას ძალიან სჭირდება იარაღის მიწოდება, თან დროული და საკმაო რაოდენობის“
"იმ ტემპებით, როგორც მოქმედებენ რუსები - მოულოდნელობის ეფექტის დაკარგვით, რომელიც აუცილებელია სწრაფი შეტევისთვის, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ღრმა ალყის განხორციელებას შეძლებენ", - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
რა შესაძლო რესურსებს ფლობს ამ ეტაპზე პუტინი, რა ტიპის გადაჯგუფება ხდება ოკუპანტების შეიარაღებულ ძალებში და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა – ამ თემაზე „ფორტუნა“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველსა და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
„ეს არიან ჯგუფები, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებიან. საუბარია იაპონიის მიმართულებაზე. ასევე, რუსეთის 207-ე არმიაზე, რომელიც შუა აზიის მიმართულებაზე დგას და რომლის გამოყვანაც ნიშნავს, რომ ტაჯიკეთი, უზბეკეთი და შუა აზიის რესპუბლიკები საფრთხის წინაშე დადგებიან.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვახტანგ კაპანაძემ.
ალყა, იმ ძალებით რომელიც ჩრდილოეთში აქვს განლაგებული, ნაკლებად რეალურია. "მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 70 კილომეტრითაც კი დაახევინეს უკან რუსებს ჩრდილო-აღმოსავლეთს მისადგომებთან."
"მსოფლიო სტატუსით უკრაინა უკვე გამარჯვებულია - ახლა საჭიროა მსჯელობა იმაზე, თუ რა ფორმითა არის შესაძლებელი უკრაინის გამარჯვება სამხედრო თვალსაზრისით" - ვახტანგ კაპანაძე