LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვიცნობთ…ბავშვს უნდა, რომ გავუგოთ რა აწუხებს და რა უხარია” – შალვა ამონაშვილი (ვიდეო)

823

ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ეხმაურება და ვიდეომიმართვაში მშობლებს მიმართავს.

ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვიცნობთ, ვიცნობთ მათ მხოლოდ გარეგნული მხრიდან. რა უნდა ჩვენს შვილს, რომ გავიგოთ – ორი რამ უნდა, ერთი რომ გავუგოთ რა აწუხებს, რა უხარია, მოვუსმინოთ თანაგრძნობით, გაგება უნდათ ბავშვებს, ჩვენ კიდევ არ გვინდა, ჩვენს თავს უფრო ვუგებთ, ვიდრე ბავშვებს” – ამბობს ამონაშვილი.

მისი თქმით, მოზარდებს და ბავშვებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ცხოვრებას, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება ქვეყნის საკუთრებაა. ადამიანი ხალხისთვის იბადება, არავინ იბადება თავისი თავისთვის მარტო. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებულები და დაამშვენეთ ეს საუკუნე თქვენი ნიჭით”.

 

https://www.facebook.com/amonashviliacademy/videos/490073894967952/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები