მეცნიერების მტკიცებით, იყო კარგი ან ცუდი მძღოლი, სქესზე დამოკიდებული სულაც არ არის და ყველაფერს მაინც პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

ჩვენმა რეპორტაჟის გმირმა ეს შეხედულება კიდევ უფრო გაამყარა. „არ დაიდარდოს“ წამყვან ნანკა ქოქიაშვილისთვის, რომელსაც პირველადი პროფესიის მიღმა უამრავი რამ აქვს მოსინჯული, ტაქსის მძღოლობა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებაა.

ნანკა ამბობს, რომ როცა უკეთესად ცხოვრების და დამატებითი შემოსავალის გამომუშავების სურვილი არსებობს, ახალ გამოწვევებს უარი არ უნდა უთხრა.

ერთი დიპლომისა და ოთხი პროფესიის მქონე ჩვენი დროის აბეზარამ მოქალაქეების ნდობა ადვილად მოიპოვა. აქედან გამომდინარე ბევრი მგზავრი დაუმეგობრდა და მისი მუდმივი კლიენტიც გახდა.

უდარდელი რადიოს წამყვანმა ისიც დაამტკიცა, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზის საშუალებები ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს. მთავარია, გქონდეთ მიზნები.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი