LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის შს მინისტრმა ანგელა მერკელს ხელი არ ჩამოართვა – თავდაცვა და უსაფრთხოება ყველასთვის (ვიდეო)

316

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების ზონა გაიზარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესამაბისი რეკომენდაციები გასცა, რომელსაც ყველა ქვეყანა ითვალისწინებს. მედიასასუალებებით გადის ვიდეომიმართვები და სარეკლამო რგოლები, სადაც საზოგადოებას მიეწოდება ყველა რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები გვირჩევენ. დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 65 ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს გერმანიის მთავრობის პირველი პირები თუ როგორ მკაცრად იცავენ ვირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. გერმანიის შს მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა, ქვეყნის მთავრობის სხდომაზე, კანცლერ ანგელა მერკელს, კორონავირუსის საფრთხის გამო, ხელი არ ჩამოართვა, რამაც დარბაზში მყოფთა სიცილი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები