გლდანში, მე-4 მიკრორაიონთან მდებარე ბავშვების სათამაშო მოედანი წყლითაა დატბორილი. თუმცა, ეს პრობლემა არ აღმოჩნდა იქ მცხოვრები ბავშვებისთვის.
პატარებმა წყლის დიდი გუბე, რომელიც სათამაშო მოედანზე ძლიერი წვიმის გამო გაჩნდა, აუზად გამოიყენეს.
ბავშვები სათამაშო მოედანზე გაჩენილ გუბეში ერთობიან და ბანაობენ.