LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ ემოციები და აგრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1926

რამდენად უჭირთ ადამიანებს ემოციების მართვა, როდის ხდება აგრესიული ადამიანი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა.

როდის უჭირთ ადამიანებს ემოციების მართვა?

ადამიანებს შორის ურთიერთობა არის ემოციათა გაცვლა. თავად ემოცია არის ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკურში არსებილი უამრავი მოვლენის შედეგი, ეს შეიძლება იყოს აგრესიის ან კეთილგანწობის გამოხატვა. ემოციის მართვაზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი-EQ. ემოციის აღქმა, გაგება, გამოხატვა ემოციური ინტელექტის უმთავრესი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციის საფუძველს ტემპერამენტი წარმოადგენს, რომელიც მთელ რიგ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, პერსონალურად მისი მართვა მაინც შესაძლებელია. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ დონეზე აღზრდას, ტრადიციას, ზოგადად კი მაინც  კულტურას.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები