LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცა“: „წლებია, განსაკუთრებულად ვმეგობრობთ „ფორტუნასთან“, რომელსაც ჩვენს პოპულარობაში თავისი წვლილი აქვს…“

406

„შვიდკაცა“ „ოქროს ტალღაზე“ კიდევ ერთხელ არის წარდგენილი, როგორც გასულ წლებში. მაცაცო სებისკვერაძის „მხარე ლამაზი“ ის კომპოზიციაა, რომლითაც წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი ანსამბლი მონაწილეობს.

როგორც შციდკაცას“ წევრები ჰყვებიან, სიმღერა იქმნებოდა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მას ბავშვობიდან მღეროდნენ და ძალიან გაუხარდათ, როცა ანსამბლის რეპერტუარში დაამატეს.

გიორგი ლომთათიძე:

„წლებია, განსაკუთრებულად ვმეგობრობთ რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“. „შვიდკაცას“ წარმატებაში თქვენი დიდი დამსახურებაა, რადგან ანსამბლის სიმღერები სულ ტრიალებს თქვენს ეთერებში. როგოც გასულ წლებში, იმედი გვაქვს, წელსაც დავფასდებით „ოქროს ტალღაზე“. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნომინაციაში გვაქვს მიღებული პრიზები“.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები