LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიცივეში გაყინული წყლით ვიბანდი სახეს… სკოლაში უჭმელიც წავსულვარ” – მარიამ ნაკანის რთული გზა წარმატებამდე

253

ნაადრევად დასრულებული ბავშვობა და წარმატებისთვის მუდმივი ბრძოლა – ეს ის რთული გზაა, რაც ჩვენმა რესპონდენტმა დღემდე გაიარა.. ხშირად შესაძლოა, ოჯახური ტრაგედია დიდი წინსვლის საწინდარი გახდეს. ამბობენ, რომ ცხოვრება ბევრ გამოცდას გვაბარებინებს და ჩვენი განვითარებაც სწორედ, ამაზეა დამოკიდებული.

მარიამ ნაკანი იმ ძლიერ ქალებს შორის არის ვინც, ეს გამოცდები წარმატებით ჩააბარა და დღეს საკუთარ გამოცდილებას სხვა ადამიანებს უზიარებს.

,,ფორტუნა სთორის” სტუმარი, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, მისი პირადი ცხოვრების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქორწინება ნაადრევად დასრულდა, ამბობს, რომ ყველა გარემოებას თავისი დადებითი მხარე აქვს. ამიტომ არ თვლის, რომ ის წარუმატებელი იყო.

წარმატებულ ფოტოგრაფს დღეს უკვე, რამდენიმე პროფესია აქვს და სოციალურს ქსელშიც ძალიან აქტიურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები