უკვე რამდენიმე საათია სავაჭრო ობიექტებმა ფუნქციონირება გაანახლეს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, „თბილისი მოლთან“ დილიდან მოძრაობა შეფერხებული იყო. მოქალაქეები ადგილზე შვიდი საათიდან მივიდნენ.
ხალხმრავლობაა თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრთან, სადაც მომხმარებლებს რიგში უწევთ დგომა.
ადგილზე მკაცრად კონტროლდება დინსტანცია. სითი მოლში თანამშრომლებთან ერთად ორი რობოტი პეპერი მუშაობს – ისინი მოსახლეობას მითითებებს აძლევენ რეგულაციებთან დაკავშირებით. უზომავენ ტემპერატურას და აკონტროლებენ რამდენად სწორად იყენებენ მომხმარებლები პირბადეს. ხელისუფლების გადაწყვტილებით, დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ცენტრები დილის შვიდიდან 19 საათამდე იმუშავებენ, მომხმარებელი კონკრეტული პირობებითა და წესების დაცვით დაიშვება
10 დღიან პერიოდში კონტროლის მექანიზმი გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში ობიექტს დააჯარიმებენ ან მუშაობის უფლებას შეუჩერებენ.