LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეოგაკვეთილები სექსუალურ განათლებაზე – რას აპირებს სახელმწიფო

1173

ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ გამოტოვებული რამდენიმე თავი სახელმძღვანელოდან, ტაბუდადებული თემები კოტრაცეფციაზე, ნაადრევი ქორწინება,  არასასურველი ფეხმძიმობა და არასრულწლოვანი დედები  – ამ ყველაფრის მიზეზი ხშირად სქესობრივი განათლების არ ქონაა.

განათლების და შრომის ასოციაციამ UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით ვიდეოგაკვეთილები მოამზადა, თუმცა,  ვიდეოგაკვეთილების ავტორი ხატია ახალაია უკვე რამდენიმე დღეა მუქარის შემცველ წერილებს და ზარებს იღებს. ხატია ახალაია ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს, რადგან ბავშვებისთვის ამ სახის განათლება აუცილებელია.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მე-8 კლასში, ბიოლოგიის საგანში მოსწავლეები  სწავლობენ ქალისა და მამაკაცის სისტემებს, ორგანოებს, იღებენ ინფორმაციას მენსტრუალური ციკლის შესახებ, ისწავლება რეპროდუქციული სისტემების როგორც მორფოლოგია, ასევე ფიზიოლოგია. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი, ბილოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ვარაზაშვილი ამბობს, ამ ყველაფერს მე-9 და მე-10 კლასში სხვა კომპონენტებიც დაემატება, მათ შორის  არასასურველი ფეხმძიმობისგან თავდაცვის საშუალებები, აბორტის შედეგები, რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა და სხვა.