LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

page

„ფორტუნას“ ნაძვის ხეების კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხის მფლობელი თამთა ჯაფარიძეა, რომლის ნაძვის ხემაც   რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დასაჩუქრდება პრიზით – ორკაციანი საგზურით ლოპოტაზე.

„ძალიან მიყვარს ახალი წელი. 1–ელ იანვარს ჩემი შვილის დაბადების დღეა და ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული ახალი წელი გვაქვს. ნაძვის ხეს რაც შეეხება, უბრალოდ მიყვარს სილამაზე, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს სილამაზე შევქმნა, სადაც შემიძლია ამის გაკეთება.

ნაძვის ხის მოსართავად პირველ რიგში აუცილებელია განწყობა, მოტივაცია უნდა გქონდეს… რა თქმა უნდა, თანხებიც აუცილებელია, მაგრამ შეიძლება, ეს ყველაფერი განწყობით გააკეთო.

მე ექიმი ვარ. ეს უბრალოდ, ჩემი ჰობია. არ ვიცი როგორ გამომივიდა. გულიდან მოდის და ალბათ, ამიტომ…

ვცდილობ, ყოველ წელს სხვადასვა სტილით გავაკეთო. ვერთობი ამით, ძალიან მსიამოვნებს. ოჯახის წევრებიც ჩართულები არიან.

რაც შეეხება ამ ნაძვის ხეს – წელს უფრო ნაზი და დამჯდარი ფერები ავარჩიეთ და როგორც ჩანს ეს სხვებსაც მოეწონათ,

მოგება ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. ნამდვილად არ ველოდი. ახლობელმა მითხრა, რომ შემეძლო კონკურში მონაწილეობა. ძალიან ბანალურად, გამოვაგზავნე ფოტო და არ ველოდი გამარჯვებას. ძალიან სახალისო იყო ეს ყველაფერი. უღრმესი მადლობა „ფორტუნას“ და ყველას ვინც მოწონება დააფიქსირა“, – თამთა ჯაფარიძე.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=7EsyNDX9sZM

 

თამთა ჯაფარიძის ნაძვის ხე

ფეისბუქ–ემოციების რაოდენობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილზე ნინი ბაღაშვილის (2500 მოწონება) და ხათუნა გაგნიძის (1900 მოწონება) ნაძვის ხეები გადანაწილდნენ.

ხათუნა გაგნიძის ნაძვის ხე

ნინი ბაღაშვილის ნაძვის ხე

 

კონკურსმა 31 დეკემბერს აიღო სტარტი და 14 იანვარს ღამის 12 საათზე დასრულდა.  „ფორტუნას“ „ფეისბუქზე“  და მეილზე [email protected] გამოგზავნილი ნაძვის ხეებიდან გამარჯვებული ლაიქების საფუძველზე გამოვლინდა.

რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა” ულოცავს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხის მფლობელის ტუტულს თამთა ჯაფარიძეს და ბედნიერ 2019 წელს უსურვებს.

“ფორტუნა” კი კვლავ გაგანებივრებთ მთელი წელი საინტერესო კონკურსებით.

კონკურსში მონაწილე ნაძვის ხეები იხილეთ ლინკზე

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=7EsyNDX9sZM

 

magti 5g