LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ნავსადგური: „არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით

95
miSha da foti

ფოთის პორტი საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ.

„არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთისა და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის.

აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

რაც შეეხება ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g